საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, დღეს, 30 ივნისს, 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.
უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება 22 ივნისს მიიღო.
კერძოდ, პირველი ივლისიდან უქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებდა. ამასთან, საბჭოში დააზუსტეს, რომ შეზღუდვა აღარ იმოქმედებს 30 ივნისის საღამოს თერთმეტი საათიდან.
ინფორმაციისათვის, მობილობის შესამცირებლად, გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებდა. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ფეხით, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა იყო აკრძალული. 2021 წლის პირველი ივნისიდან კი, შეზღუდვის პერიოდი შემცირდა და 23:00 საათიდან დილის ოთხ საათამდე მოქმედებდა.
გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები - 10 000 ლარით ჯარიმდებოდნენ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ზურა ბაკურაძის უცნობი ვიდეო, რომელმაც სოცქსელი მოიცვა - „მომხედონ, სანამ არ გადამიფიქრებია!“
„თითებიც აღარ მეყოფა, იმდენი გართულება შეიძლება მოჰყვეს" - გიორგი ღოღობერიძე
„ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა... ყველაფერი კარგად იქნება"- გიორგი ფხაკაძე