
ქართული ოცნების დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თავის წარსული გაიხსენა. ამბობს, რომ ჰქონდა პერიოდი, როცა მონაზვნობა უნდოდა, თუმცა მშობლები მარტო ვერ დატოვა.
„ძალიან დიდი მოთხოვნილება მქონდა ერთი პერიოდი, რომ მონაზვნად წავსულიყავი, არ ვიცი ეს რა იყო, მაგრამ რაღაც ერთი პერიოდი მქონდა ეგეთი შეგრძნება, იქ ხომ არ არის ჩემი ადგილი - მეთქი.
ერთმა ფაქტმა მიმიზიდა ძალიან, მეუფე შიო, რომელიც თქვენ იცით, არის ვიოლონჩელისტი წარმოშობით. ჩვენ ერთად ვუკრავდით კვარტეტებს, ჩვენ ძალიან ბევრი კონცერტი გვაქვს დაკრული და ერთ მშვენიერ დღეს გაქრა, არავინ არ იცოდა სად იყო. რაღაც მომენტში ეს ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან სტრესი იყო, იმიტომ, რომ ვერ გავიგეთ რა მოხდა, მაშინ ძალიან პატარები ვიყავით, მასზე ძალიან დიდი იმედები მყარდებოდა, როგორც მუსიკოსზე და როგორც ვიოლონჩელისტზე, მაგრამ თავისი ადგილი მონახა, თავისი გზა მონახა და სხვათა შორის, ძალიან პატარა იყო ამისთვის, 20-21 წლის.
მე რამდენიმე წელში ეს აზრი გამიჩნდა, რომ ეგებ ჩემი ადგილი იქ იყოს, ეგზისტენციალური პრობლემების წინ დავდექი, თუმცა პირველი რაც იყო, მშობლები ვერ დავტოვე ვერაფრით. ეტყობა მოწოდება არ იყო, მაგრამ რაღაც მომენტში ასეთი აზრები გამიჩნდა”, – ამბობს ელისო ბოლქვაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵გვიან ღამით თბილისში ქალი ჩაცხრილეს
🔵„გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები
🔵როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
🔵„ვინც ჩემი ფრთის ქვეშაა, ყველა გადარჩება! ამას ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის“ - ლელა კაკულია