გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 ოქტომბერს გვიან საღამოდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
20 ოქტომბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში მოთოვს, ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი, 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„თვითონ ცოცხებით დარბიან და სისხლიან ბანერებს ფენენ...“ - რას წერს ნიკა გვარამია
🔵„ვინც მწყურვალი ნახოს მიშა და წყალი მიაწოდოს, წყეულიმც იყოსო, მეუფემ" - არჩილ გამზარდია