ეპიდემიოლოგებმა ოთარ ჩოკოშვილმა და ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრეს.
ეპიდემიოლოგების თქმით, თუ ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში არ გაიზრდება, მეხუთე ტალღა მძიმე იქნება.
„ამ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში და ჩვენ მივიტანოთ მათთან ის მთავარი მესიჯი, რომ ვაქცინა წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ და მნიშვნელოვან ბრძოლის საშუალებას.
ვთხოვ მოსახლეობას, ჩაერთონ ამ პროცესში, იმიტომ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ არის შემოდგომა, როდესაც აქტიურდება სხვა რესპირატორული ინფექციები, მათ შორის, გრიპი და ამ ორი საკმაოდ მძიმე რესპირატორული ინფექციის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.
ვაქცინაციის ტემპის მნიშვნელობაზე და გაუარესებულ ეპიდსიტუაციაზე, ასევე, ისაუბრა ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა.
მისი თქმით, თუ გვინდა, აპარატზე შეერთებული მძიმე პაციენტები არ გვყავდეს ვაქცინაციის ტემპის მომატება მნიშვნელოვანია.
„სწორედ იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ეფექტი მოგვცეს, კარგ შედეგს მივაღწიოთ, არ გვქონდეს მაღალი სიკვდილიანობა და აპარატზე შეერთებული მძიმე პაციენტები არ გვყავდეს, ძალიან მნიშვნელოვანია დროული ვაქცინაცია. ჯერ კიდევ არის დრო, სანამ ტალღა მაქსიმალურ პიკს მიაღწევს და შემთხვევები მოიმატებს ქვეყანაში, დამძიმდება ეპიდსიტუაცია კიდე უფრო, მაქსიმალურად ავიცრათ და როგორმე მივაღწიოთ იმ სამიზნე ჯგუფს რითაც ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში დაავადების შედარებით უფრო მეტად გაკონტროლება“, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„თვითონ ცოცხებით დარბიან და სისხლიან ბანერებს ფენენ...“ - რას წერს ნიკა გვარამია
🔵„ვინც მწყურვალი ნახოს მიშა და წყალი მიაწოდოს, წყეულიმც იყოსო, მეუფემ" - არჩილ გამზარდია
🔵ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ვიცე-ჩემპიონია
🔵„ჩემი ცოდვა შენს კისერზეა სოფო ჯაფარიძე... არავის შეგრჩებათ ჩემი დედის წამება“ - მედეა ადამია