პოლიციელის მიერ ისნის მეტროში შშმ პირის ცემის ფაქტის თვითმხილველი მომხდარ ფაქტს იხსენებს. მისი თქმით, სამართალდამცველმა არასრულწლოვანი ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდომის გამო სცემა.
„ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა და ამან გამოიწვია პოლიციელის აგრესია, რის გამოც ხელით და წიხლით ფიზიკურად გაუსწორდა. როცა ვუთხარით, რომ ყრუ-მუნჯია და არ შეუძლია ლაპარაკი მან გვითხრა, რომ აალაპარაკებდა და რა მეთოდით სცადა „ალაპარაკება“ თავადაც ნახეთ.
რასაც ვუყურებ, ამ სისტემის გამო ახალგაზრდებს უკვე ეშინიათ გარეთ გამოსვლის, სისტემა არის დასანგრევი“, - განაცხადა შემთხვევის თვითმხილველმა.
ინფორმაციისთვის, თბილისის მეტროში სამართალდამცველმა შშმ პირი სცემა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა 24 იანვარს გავრცელდა.
ასევე დაგაინტერესებთ👇