
პენიტენციური სამსახური 12-ე პენიტენციური დაწესებულებიდან, კერძოდ მიხეილ სააკაშვილის საკანში გადაღებულ კადრებს ავრცელებს.
ვიდეოკადრებში აღბეჭდილია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ფაფების მიღება.
განცხადება მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გუშინ გააკეთა.
„მიხეილ სააკაშვილი ფაფებს, ნატურალურ წვენებს ახლაც იღებს, რასაც ვამბობთ, ამას ამყარებს მტკიცებულებები. ეს არის საკვები, ეს აღარ არის სამედიცინო დანიშნულება, ეს არის საკვები, რომელსაც იღებს პატიმარი“, – განაცხადა ბრეგაძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს
🔵ნიკა გვარამია რაჭველებზე - „თქვენ თვითონ აზილეთ ერთმანეთს ტალახი უსირცხვილო სახეებზე“