„შეაჩერე კორუფციას“ თანადამფუძნებელი ვატო გელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ტელეჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გერმანიაში მცხოვრები სტუდენტების დანაბარებს გადასცემს.
„გახსოვთ ალბათ 12 წლის ბავშვის გაუპატიურებას ბაბუამისს რომ აბრალებდა რძალი.
ეს ამბავი მაშინ ასე გადიოდა ტელესივრცეში, „სად იყო ამ დროს სკოლა, სად იყო ამ დროს პოლიცია, სად იყო ამ დროს სახელმწიფო და მთავრობა, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვი არ იყო ბაბუისგან ძალადობის მსხვერპლი.
ახლა იგივე ტელევიზიები ამ ამბავს ასე აშუქებენ:
- პროკურატურას შვილიშვილი გაუპატიურებაში ბრალდებული ბაბუის საქმე თავზე ჩამოექცა, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბაბუა შვილიშვილზე არ უძალადია.
აი ასეთი ამბები ხდება გრუზიაში.
მთავრობა პრორუსული, ოპოზიცია სასირეთი, ჟურნალისტები ინფო მოძალადეები და ხალხი დაზომბებული .
ინგა გრიგოლია - შენთან დამაბარეს ქართველმა სტუდენტებმა გერმანიიდან. მაგ დაბრეჟნევებული ვითომ პოლიტიკური ელიტის ყურება და მოსმენა არ მოგწყინდა? 2020 წელს, რომ კითხვებს უსვამდი და რა პასუხებიც ჰქონდა, იგივე კითხვებს რომ სვამ 2022 წელსაც და იგი პასუხები, რომ აქვთ ხომ უნდა მიხვდეთ, რომ პოლიტიკურ ბალასტთან გაქვს საქმეო.
ბიძინამ როგორ ჩანს მარტო ქვეყნის განვითარება კი არ შეაჩერა, არამედ ყველა განუვითარებელი დატოვა მაგ ქვეყანაშიო.
სულაც არ გვიკვირს რაც ხდება, თავად უწყობთ ხელსო“, - წერს ვატო გელაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: ესაუბრა თუ არა გუკა რჩეულიშვილი გიგი უგულავას ლელა კილაძესთან რომანზე