Digest Logo

„ის, რაც მან გუშინ გააკეთა, არის მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა" - ნიკა გვარამია წულუკიანზე

1627042096
გვარამია და წულუკიანი

„მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურატურასთან ბრიფინგი ოთხი ტელევიზიის მიკროფონით ხელში გამართა. მან თეა წულუკიანს, რომელმაც გუშინ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა, ქვეყნის მთავარი მოძალადე და ჯალათი უწოდა.

„ჩვენ დღეს ვართ შეტევის ქვეშ, განუწყვეტელი შეტევის ქვეშ, 24 საათიანი შეტევის ქვეშ, ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულების განმავლობაში. მუდმივი ბულინგის, შეურაცხყოფის, ფიზიკური დაპირისპირებების ქვეშ. ქალბატონი წულუკიანი არის ამის ერთ-ერთი მთავარი სახე. ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მოძალადე. ამ ქვეყნის მთავარი ჯალათი. ის, რაც მან გუშინ გააკეთა, არის მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს მოჰპარა მიკროფონი, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა ძარცვა, ერთი მხრივ და მეორე მხრივ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. სრული ტყუილია, რომ ჩვენ ვშლიდით პრემიერას, სპექტაკლი დაწყებული არ იყო, ჩვენ ვიმყოფებოდით დარბაზში და გვინდოდა კომენტარი ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით. იმ ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, რომლებზეც მამაკაცებმა დეპუტატებმა პარლამენტში იძალადეს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

⭕ამავე თემაზე:

„მიკროფონის წართმევა და წაღება ძარცვაა“ - ნიკა გვარამია თეა წულუკიანზე

„ამიერიდან ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ გაკეთებული საქმეების შესახებ" - რას წერს თეა წულუკიანი

VIDEO: „გაწიე მყრალი მიკროფონი"- აჭარის პოლიციის უფროსი TV პირველის ჟურნალისტს