Digest Logo

„ჯერ მოკლეს, შემდეგ ჯაჭვებმობმული ზღვაში გადაადგეს, რომ არ გამოერიყა... ვინ იდგა ამ მკვლელობის უკან“ - ფოჩხუას გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა

1626207422
ფოჩხუა

მომღერალი და მსახიობი, გიორგი ფოჩხუა საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა  პროექტით „ჯეობარი“. მან 2012 წელს სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა.

სწორედ ამ ამბავს ეხმაურება ჟურნალისტი, რაულ ქირია და მეგობარს, გიორგი ფოჩხუას იხსენებს.

„9 წლის წინ, ამ დღეს ანაკლიაში ჩემი მეგობარი გიორგი ფოჩხუა მოკლეს.

მე მაშინ პარიზში ვიყავი და როდესაც დამირეკეს, მითხრეს ეს საშინელება, არ დავიჯერე, მეგონა, რომ ხუმრობდნენ, იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის იმის გაფიქრებაც კი, რომ გიორგის ვინმე სასიკვდილოდ გაიმეტებდა.

ამ დრომდე გამოძიებას არ გაუცია პასუხი ბევრ კითხვაზე, კი, გიორგის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი ადამიანი, თუმცა რა იყო მოტივი, რატომ მოკლეს, ვინ დაუკვეთა და რის გამო, დღემდე პასუხგაუცემელი კითხვებია.

გიორგი ჯერ მოკლეს, შემდეგ ჯაჭვებმობმული ზღვაში გადაადგეს, რომ არ გამოერიყა, თუმცა მაინც გამორიყა და იპოვეს ცხედარი... მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, ვინ იდგა ამ ვერაგული მკვლელობის უკან და მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ამ საშინელი დანაშაულისთვის.

ახლა, როდესაც ვუყურებ ხოლმე საზოგადოების სამართლიან აქტიურობას ამა თუ იმ საქმის, თუ მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, ვფიქრობ, მაშინაც რომ შეგვძლებოდა იგივე, იქნებ გაგვეგო რეალურად რა მოხდა“,- წერს ჟურნალისტი.

ინფორმაციისთვის, ფოჩხუას ცხედარი ანაკლიაში ზღვამ, 14 ივლისს, გამორიყა.

იგი ანაკლიაში მეგობრებთან ერთად ისვენებდა. თავდაპირველად გავრცელებული ვერსიით, გიორგი ფოჩხუა ნასვამ მდგომარეობაში ზღვაში დაიხრჩო.

ცხედრის აღმოჩენიდან მალევე გარდაცვლილის ოჯახის წევრები მკვლელობის მოტივზე ალაპარაკდნენ.

ფოჩხუას საქმეზე დაკავებულია ბექა ცობეხია და მისი მეგობარი, პოლიციის თანამშრომელი ნიკოლოზ ბაძაღუაც. გავრცელებული ინფორმაციით, ბექა ცობეხიამ პოლიციას განუცხადა, რომ გარდაცვლილი შემოაკვდა, რის შემდეგაც კვალის დამალვას შეეცადა, ტანზე გახადა და ზღვაში გადააგდო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მშენებლობაზე მუშაობდა, ტრაგიკულად გარდაიცვალა...“ - რას ჰყვებიან ლაშქარავას მამაზე?

„ამ ამბავმა კინაღამ ბოლო მომიღო... ასეთ მძიმე ემოციურ ფონზე, როგორც მოგვექცა შსს"- ლექსო ლაშქარავას მეუღლე

„ყველაზე მეტი ყ..ობა ამ კედელზე მხვდება..." გეგუჩაძე-ჩერგოლეიშვილი ერეკლე დეისაძე „თავს დაესხნენ"