მსახიობი და ტელეწამყვანი ბაია დვალიშვილი სოციალურ ქსელში წლების წინ გადამხდარ ამბავს იხსენებს. როგორც თავად წერს, მისი ბავშვობა და პირველი ნაბიჯები არა საქართველოს, არამედ უკრაინას უკავშირდება.
„არც ისე პატარა ვიყავი, რადგან მუსიკაზე მარტო ავტობუსით დავდიოდი. ჰოდა, ერთხელაც მომიჯდა რუსის ქალი (ადრე ოჯახებში დამლაგებლები რომ ჰყავდათ და ძირითადად ამბების გამტან-გამომტანნი) და მეუბნება: ,,შენ მარინას გოგო არ ხარ? იცი, დედაშენმა კიევიდან რომ ჩამოგიყვანა!”
ჩემს ინფანტილიზმს ბევრჯერ გადავურჩენივარ, მაგრამ სინამდვილე ის არის, რომ პირველი კბილი კიევში ამომივიდა და ფეხიც იქ, სასტუმროში ავიდგი (დედას გასტროლი თუ გადაღება ჰქონდა და სულ იხსენებდა). ჩემი სიყვარული, თანადგომა, უკრაინა! გაუმარჯოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის ძლიერ სურვილს! ფოტო ზ.ჭელიძის”, - წერს ბაია დვალიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ხველა, გამონაყარი, მუცლის ტკივილი“ - რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა პოსტკოვიდურ პერიოდში
🔵დაათვალიერეთ, ე.წ. კანონიერი ქურდის ზაქარია კალაშოვის მდიდრული სასახლე