Digest Logo

„ყველას გაფრთხილებთ, ვინც ჩემს მეგობრებში ხართ, წაიშალეთ თავი, სანამ მე დაგერიეთ“- ვის მიმართავს ზურა ხაჩიძე

1626096625
მომღერალი ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე ფიქრობს, რომ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გამართული აქციები ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებია. ზურა გამოსავალს  ობიექტურ გამოძიებასა და რეალური დამნაშავეების დასჯაში ხედავს. 

„ეს რაც ხდება, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ქვეყნის მტრობა. ამდენი დროის განმავლობაში, ქვეყნის რყევას, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს და მართლა ჩამოიქცევა ეს ჩვენი სამშობლო.

არც პრემიერი და არც შინაგან საქმეთა მინისტრი არ უნდა გადადგეს! გამოძიებული უნდა იყოს ყველა კანონის დარღვევა! პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, პროვოკატორმა და ქვეყნის გარე მტერმა !

ყველას გაფრთხილებთ, ვინც ჩემს მეგობრებში ხართ, პატრიარქის და ეკლესიის გინებას არ გაპატიებთ, ამიტომ წაიშალეთ თავი, სანამ მე დაგერიეთ. ყველაფერს ხედავს საზოგადოება და ყველაფერს თავის სახელს დაარქმეევს! ნუ იწვევთ საქართველოს მოსახლეობას!! კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ლექსოს გარდაცვალებას ყველას!

მოციქულები პეტრე და პავლე ფარავდეს საქართველოს და მის უწმინდესოსობას! ამინ!”

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„სამარცხვინოებო, ვითომ კომპრომატი გააძრეს“ - POST TV-ის მიერ გავრცელებულ „სკანდალურ“ ფოტოს ინგა გრიგოლია ეხმაურება

„არცერთი წამით არ დამიშვია კოვიდი, იმის გამო რომ მოხდილიც მაქვს და ორჯერ ვარ აცრილი"- სამოქალაქო აქტივისტი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა

,,როცა მიჭირს, შვილის საფლავზე ავდივარ, მამიკო, როგორ მოვიქცე-მეთქი, ვეკითხები” - მამა შალვას ოჯახის ტრაგედია