Digest Logo

პატრიარქის მიმართვა ლექსოს დედას: ეჭვი არ შეგეპაროთ, ლექსო ცოცხალია

1626091946
ლექსო ლაშქარავა და ილია მოერე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

„ქალბატონ თინათინ კახიძეს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. რა თქმა უნდა, შვილის გარდაცვალება თქვენთვის უდიდესი ტრაგედია და ტკივილია, მაგრამ უნდა განგამტკიცოთ რწმენამ მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლექსო (ალექსანდრე) უკვე გახდა.

ეჭვი არ შეგეპაროთ, იგი ცოცხალია და მასთან კავშირის დამყარება ლოცვით არის შესაძლებელი.

ჩვენც ვლოცულობთ მისთვის, მისი უკვდავი სულისათვის, მით უმეტეს ვიცი, ჩვენთან შეხვედრა სურდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დედის გულმხურვალე ვედრებას ვერაფერი შეცვლის. ამიტომაც თქვენი სიცოცხლე, თქვენი ლოცვითი თანადგომა მას ძალიან სჭირდება. ღმერთმა მოგცეთ ამისი ძალა და მოგანიჭოთ შინაგანი მშვიდობა და მხნეობა. ღმერთმა დალოცოს ლექსოს ცოლ-შვილი. პატივისცემით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მუშტი ჩხუბში ვის არ მოხვედრია - ამ ბიჭის სიკვდილს გვტენიან ხალხო“ - დათო კუტალაძე

გვმართებს, რომ ვიყოთ სიყვარულით სავსენი – ჯაღმაიძე ლაშქარავას გარდაცვალებაზე

„2022 წლამდე საქართველოში კარგი არაფერი მოხდება“ - ასტროლოგის შემაშფოთებელი პროგნოზი