2021 წლის 7 ივლისს, ჯანდაცვის მინისტრმა - ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის უწყების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ექიმების ანაზღაურება მიმოიხილა და ამ სფეროში დასაქმებულებს შორის უთანასწორობაზე ისაუბრა.
სამინისტროს პრეზენტაციაში მითითებული მონაცემების თანახმად, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ექიმი პლასტიკური და რეკონსტრუქციის ქირურგიაშია დასაქმებული და ყოველთვიურად იღებს მაქსიმუმ 46 505 ლარს. ამ დარგში ყველაზე დაბალი ხელფასი 527 ლარია, საშუალო კი 10 642-ს შეადგენს.
ჯანდაცვის უწყებას ექიმების 8 ქვეკატეგორია აქვს გამოყოფილი, რომელთა შორის ყველაზე დაბალანაზღაურებადია კლინიკური ტოქსიკოლოგია, სადაც საშუალო ხელფასი 2 934 ლარია; მინიმალური ხელფასი 389 ლარია, მაქსიმალური კი 13 993.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„რუჯის მიღების სეზონი დაწყო“ - დამწვრობის ცენტრში საშუალო სიმძიმის 4 პაციენტი მკურნალობს