ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს გულისხმობს.
უწყების ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გარდაცვალება ნარკოტიკების ზედოზირებას გამოეწვია.
ლექსო დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
„ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილი თავის მეგობარსა და თანამშრომელზე ლექსო ლაშქარავაზე საუბრობს, რა დროსაც ტელეკომპანიის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ცრემლებს ვერ იკავებს.