Digest Logo

პაციენტმა ექთანი დანით დაჭრა

1642757461
ძალადობა კლინიკაში

ერთ-ერთი კოვიდ კლინიკაში პაციენტმა მორიგე ექთანი დაჭრა. ცნობილია, რომ კოვიდკლინიკაში ყოველდღიური შემოვლის დროს, პაციენტმა ექთანს  დანა ჯერ სახეზე, შემდეგ კი ყელზე დაუსვა. ჭრილობები საკმაოდ მძიმე იყო, რის გამოც მედიკოსს ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა.

„ექთანი 21 დეკემბრის დილის 5 საათზე აკეთებდა შემოვლას, მივიდა პაციენტთან მიაწოდა ჟანგბადი ნიღაბი, დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად, ამ დროს პაციენტმა დაიჭირა ის კისრით და ბასრი იარაღით მიაყენა ჭრილობები, ყელის არეში“, - ამბობენ კლინიკაში.

ძალადობის ფაქტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გახშირდა. ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტმა ექიმს ოთახის მინები ჩაუმსხვრია. კიდევ ერთ კლინიკაში კი პაციენტის ოჯახის წევრებმა მედიკოსი ისე სასტიკად სცემეს, რომ მას ექიმების დახმარება დასჭირდა.

ექიმების დაცვის ასოციაციაში ამბობენ, რომ მსგავსი დანაშაულის პრევენციისთვის კანონი უნდა გამკაცრდეს.







აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵შეპირებული კარგი ამბები - ფხაკაძე სასიხარულო სიახლეს აქვეყნებს

🔵რა შემთხვევაში უნდა გადაიყვანოთ კოვიდინფიცირებული მცირეწლოვანი კლინიკაში?

🔵3 დღე ბავშვს თავზე დავტიროდი... ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე - რა განსაცდელი გაიარა ციაკო ფიფიამ

წყარო: tvpirveli.ge