სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ბაღში მოზარდები თანატოლს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ცემითაც ემუქრებიან. კომენტარებიდან ირკვევა, რომ ბავშვს მოძალადეები მოგვიანებით ფიზიკურადაც გაუსწორდნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ვიდეოში ჩანს ბულინგი, რომელიც უფრო მძიმე დარღვევაში გადადის.
„ჩვენ ვხედავთ აშკარა ბულინგის შემთხვევას, რომელიც უფრო მძიმე დარღვევაშიც გადადის. ბავშვები ერთმანეთზე ძალადობენ ფიზიკურად, ემოციურად და იკვეთება შეუწყნარებლობა გარკვეული ნიშნით, რაც დისკრიმინაციასთან არის დაკავშირებული. ვიცით, რომ არასრულწლოვნების შემთხვევაში არაეფექტურია მათი გასამართლება, მაგრამ არა პირიქით, გაანალიზებისა და გააზრებისკენ მიმართული ძალისხმევა უნდა იყოს. ასეთ ადგილს ცხელ ადგილს უწოდებენ ხოლმე და რა თქმა უნდა, თუ მართლწესრიგის ოფიცერი აქამდე ერთხელ მიდიოდა იქ, ახლა უნდა გაააქტიურონ ამ ადგილის ზედამხედველობა",- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
ნახეთ, სად და როდის დაკრძალავენ რეზო ამაშუკელს
„სააფთიაქო ქსელის ფაშიზმს თუ არაფერი ეშველა, ისედაც ვწყდებით და მთლად დედა მოგვეხნება“ - ანა მიქაძე
„რაც სამთო კურორტებზე ხდება ღორობა ჰქვია და მეტი არაფერი... დახურეთ “ - რას წერს ნინო თარხნიშვილი