ექიმი ანი ქავთარაძე, იმ კოვიდინფიცირებულებს მიმართავს, რომლებსაც ინფექცია უსიმპტომოდ გადააქვთ, თუმცა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოკვლევებს, კონკრეტულად კი კომპიუტერულ ტომოგრაფიას იკეთებენ.
„არ დავიღლები ამ თემაზე საუბრით (ისევ მე მლანძღეს, როგორ ამბობ, ხალხს კტ.ზე მიერეკებიანო). გარდა იმისა, რომ არამიზნობრივად ჩატარებული კონკრეტული კვლევა საზიანოა ადამიანისთვის (ყველა გადაწყვეტილება მიიღება რისკი VS სარგებელი), უდიდესი ფინანსური ხარჯია სახელმწიფოსთვის, ჰო, ჩვენი, დაქცეული სახელმწიფოსთვის!
და მე ვერ ამოვხსენი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს, მანიაკალური „მოთხოვნა-მიწოდება“ სახელმწიფოსა და ადამიანებს შორის, ამ არც თუ ისე უსაფრთხო კვლევაზე… უსიმპტომო ადამიანები ნუ დარბიხართ ტომოგრაფიებზე! ნურც სურდოიანები! და კიდევ ბევრი „ნურც“ არსებობს! მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამ კვლევას უფასოდ გთავაზობთ. მოკლედ, უფასო კუბოში ნუ ჩაწვებით! ბჯოს!”, - წერს ანი ქავთარაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კაცებს სახეს ახევ და დედას უტ***ავ, ასეა?“ - შალვა რამიშვილისა და მარიამ კუკუნაშვილის დიალოგი
🔵პოლიტიკოსების ნათლიამირონობა - ვინ ვისი ნათლიაა?
🔵ცნობილი ადამიანების ნათელმირონობა - ვინ ვისი ნათლია-ნათლულია?
🔵ლოცვა ნათლულთათვის – ამ ლოცვის წაკითხვა არ დაგავიწყდეთ
🔵„რომ მცოდნოდა სად ვიბადებოდი, არ დავიბადებოდი“ - ნანა ბუთხუზი