Digest Logo

„სამოთხის სერტიფიკატს ვერც იყიდი და ვერც მოიპოვებ - ღმერთი შენს თავში უნდა ეძებო“

1626184957
ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი 5 ივნისის შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოვლენებს ემოციური სტატუსით ეხმაურება. 

„როცა დუჟმორეული ბრბო ქრისტეს სახელით იძალადებს... როცა უმოწყალო ცემით მოკლულს ყოველდღე მოკლავენ... როცა უუნარო და უპასუხისმგებლო მთავრობა სახეში ნაფურთხს ჟუჟუნა წვიმას დაუძახებს... როცა განათლება დასაცინი სიტყვა გახდება... როცა საფრთხეს - საშველს დაარქმევენ და ბოროტმოქმედს - მაშველს... როცა ქურდბაცაცა და უმეცარი ეპისკოპოსის მხილება პატრიარქის და ქართული მართლმადიდებლობის გინებად გამოცხადდება... როცა გულწრფელ სიტყვას ასობით უგულო და უნერვო ბოტი ჭია-მატლივით შეესევა და დასცინებს... როცა... როცა... როცა... მე მაინც იქ ვიდგები. სიმართლესთან. მე არასოდეს ვიტყვი „მაგრამ“ - როცა ათი ერთსა სცემს... მე მაინც ვასწავლი ჩემს შვილებს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, და რომ უზნეობას და არც ზნეობას არ აცვია კონკრეტული სამოსი, არ აქვს ეროვნება, არც რელიგია და არც სქესი არ აქვს... რომ სამოთხის სერთიფიკატს ვერც იყიდი და ვერც მოიპოვებ - რომ ღმერთი შენს თავში უნდა ეძებო და არა უღმერთობა სხვაში... ჩემს შვილებს ყოველთვის ვასწავლი, რომ სიტყვები „უმრავლესობის აზრი“ და „ხალხის ნება“ მისი მოგონილია, ვისაც ერთიც და მეორეც ფეხებზე ჰკიდია... რომ „სინდისი“ შინაგან ხმას ნიშნავს და არა „ავტორიტეტისგან“ გაგონილს... დიახ. აქ ვიდგები - სიმართლესთან. ვიქნები დაღლილი, იმედგაცრუებული, ზოგჯერ შეშინებული, დაეჭვებულიც... იქნებ მშიერიც და შემცივნებულიც. მაგრამ აქ ვიდგები, სიმართლესთან“, - წერს დაჩი გრძელიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ნარკანით გადარჩენილი ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ვერსია სამედიცინო აბსურდია...“ - ნანა გეგეჭკორი გარდაცვლილ ოპერატორზე

„მეთამაშებოდა, ამ კადრებს როგორ დავივიწყებ... შევედი დასაძინებლად, რატომ შევედი, რა მინდოდა...“ - დედამ გარდაცვლილი შვილი უკანასკნელ გზაზე გააცილა

„ამ ამბავმა კინაღამ ბოლო მომიღო... ასეთ მძიმე ემოციურ ფონზე, როგორც მოგვექცა შსს"- ლექსო ლაშქარავას მეუღლე