საარჩევნო კამპანიისას არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელება იკრძალება, აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა.
„თვითონ ცოცხებით დარბიან და სისხლიან ბანერებს ფენენ, კანონით კი ცენზურა შემოაქვთ და პოლიტიკურ ანტირეკლამას ზღუდავენ, კონსტიტუციის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევით.
მაგალითად, კორუმპირებული კალაძე და ქართული ოცნება რუსული ორიენტაციისააო, პოლიტიკურ რეკლამაში ვერ იტყვი. უფრო სწორად, მარტო ქართულ ოცნებას შეუძლია თქვას", - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელება იკრძალება და შესაბამისი ჯარიმები შემოდის. ამ მიმართულებით, საარჩევნო კოდექსსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები მზად არის, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ვინც მწყურვალი ნახოს მიშა და წყალი მიაწოდოს, წყეულიმც იყოსო, მეუფემ" - არჩილ გამზარდია
🔵ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ვიცე-ჩემპიონია
🔵„ჩემი ცოდვა შენს კისერზეა სოფო ჯაფარიძე... არავის შეგრჩებათ ჩემი დედის წამება“ - მედეა ადამია