Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში ახალ წელს?

1640787851
ამინდი თოვლი

2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოში +7, +12 გრადუსი იქნება.

ახალი წლის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 1 იანვრის შუადღემდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 1 იანვარს დღისით დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით.

2-3 იანვარსაც დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება, შედარებით აცივდება, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

თბილისში 2022 წლის 4 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამის საათებში 0, -1, ხოლო დღის საათებში +9, +11 გრადუსის ფარგლებში იქნება. 2-3 იანვარს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„კოვიდშეყრილს, სრულიად შეშინებულს სიმბოლური საჩუქარი გამომიგზავნა პალატაში“ - ვიკა ბუკია სალომე ზურაბიშვილზე

🔵„საიდან ჰქონდა თაკო ჩარკვიანს 2009 წელს 843 000$, როცა მისი წლიური ხელფასი არ აღემატება 10 000 ლარს“ - ელისო კილაძის და თაკო ჩარკვიანის დაპირისპირება გრძელდება

🔵VIDEO: მწვავე დაძაბულობა პირდაპირ ეთერში - ელისო კილაძე და თაკო ჩარკვიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

🔵„სააკაშვილს დავურეკე და ვთხოვე... “ - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

🔵დედამიწის პირველი ხედი მთვარიდან (ფოტო)

🔵„31-ში, 15-20 წუთით ადრე, ვიდრე დაიწყება ახალი წელი “- მიხეილ ცაგარელის რჩევები იღბლისა და წარმატებისთვის