ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „სინოფარმის“ ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა იყო. მისივე თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.
„პორტალზე მიმდინარეობს მასობრივი კიბერშეტევა და ვერ მოხერხდა საიტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. მუშაობს ტექნიკური ჯგუფიც, რათა დროულად მოხდეს შეფერხების აღმოფხვრა. ვფიქრობ, რამდენიმე საათში დავუბრუნდებით სამუშაო რეჟიმს“,- აცხადებს გაბუნია.
ცნობისთვის, დღეს, 12:00 საათიდან booking.moh.gov.ge-ზე ჩინურ ვაქცინა „სინოფარმზე“ რეგისტრაციის პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე პორტალი გათიშულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
საქართველოში ამინდი გაუარესდება - მეტეოროლოგების გაფრთხილება
რუსკა მაყაშვილი შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს
ლილიტი კუროს ტოვებს - ბოროტი პლანეტა ტყუპებში გადადის - რა უნდა იცოდეთ მომდევნო 9 თვის განმავლობაში
წყარო: www.alia.ge