Digest Logo

სპეციალური განცხადება გლდანში მომხდარ ტრაგედიაზე - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

1643473486
გაზი

თბილისი ენერჯი გლდანში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს და უბედური შემთხვევის ადგილიდან ფოტოებს ავრცელებს.

„მოხდა ბედური შემთხვევა! გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.

უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმლის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO (ცეო) გროვდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ფაქტი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვეცოდინება მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზები.

გთხოვთ, ნუ გარისკავთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად.

დაიცავით უსაფრთხოების წესები“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გრიგოლიამ და აქუბარდიამ თავიდან მომიშრეს „სად ეცალათ ჩემნაირ უცხო, უპატრონო, უცნობ ვიღაცასთან სალაპარაკოდ“ - ხოდა ახლა უნდათ თემის გაშუქება, იმიტომ რომ, უცებ აქტუალური გახდა“ - ესმა გუმბერიძე

🔵„დღეიდან ვენერა ხელს შეუწყობს ახალი სასიყვარულო პარტნიორების გაცნობას და ძველ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას“ - ცაგარელის პროგნოზი

🔵18 274 ინფიცირება, 8400 გამოჯანმრთელება, 41 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

🔵„15 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა, მისი შვილის მონატრებას გადაჰყვა“ - 41 წლის მარიკა რუხაძე გარდაიცვალა