გიორგი გახარიას თანაგუნდელს მალხაზ თორიას თავს დაესხნენ. პარტია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შვილთან ერთად იყო, როცა მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ასევე, ნაცემია თორიას არასრულწლოვანი შვილი.
„ვიმყოფებოდი სოფელ კოკში. ჩემთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა ჩემი არასრულწლოვანი შვილი. შევაჩერეთ ავტომანქანა სასაფლაოსთან, რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ მამის საფლავთან, სადაც შვილს უნდოდა სანთლის დანთება, რა დროსაც გაჩერდა უცნობი ავტომანქანები, საიდანაც გადმოვიდა რამდენიმე მამაკაცი და სასაფლაოს ეზოში, იარაღის მუქარით მოხდა ჩვენზე ფიზიკური ძალადობა, როგორც ჩემზე, ასევე, შვილზე“, - აცხადებს მალხაზ თორია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
2021 წლის ტრაგედიები, რომლებმაც ქართველი ერი შეძრა
ცნობილია ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2022 წელს გათხოვდებიან
🔵VIDEO: აცეკვებული ზაზა ფაჩულია - როგორ აღნიშნა ცნობილი კალათბურთელის მეუღლემ დაბადების დღე
🔵VIDEO: „კამარას გოგონათა კვარტეტი ტუალეტში“ - ნათია ფანჯიკიძე სახალისო კადრებს ავრცელებს