ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა თბილისის ცენტრში. ნიკოლაძის ქუჩაზე 20 წლამდე ბიჭი ჩაცხრილეს. მას 9 ტყვია აქვს მოხვედრილი და კლინიკაში კერძო ავტომობილით მიიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაჭრილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ შვილია.
სავარაუდო თავდამსხმელები ამ დროისთვის მიმალულები არიან, პოლიცია მათ კვალზე გასვლას ცდილობს და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გოგაშვილი სუსიდან გამოტანილ საინფორმაციო ბაზაზე - „ვმუშაობ, რომ გავარკვიო თუ ვინ განახორციელა ეს“...
🔵იცით, ვინ აკონტროლებს თქვენს ინტიმურ მიწერ-მოწერას? - სოსო გოგაშვილი განგვიმარტავს
🔵„პატრიარქი გადადგომას აპირებდა“ - ფარული ჩანაწერების შემდეგი სერია
წყარო: mtavari.tv