Digest Logo

„ვნახე ვაჟიშვილი, მომაკვდავ დედას ფეხის თითებს რომ უკოცნიდა... “ - ია ნანეიშვილის ემოციური წერილი, რომელიც მან გარდაცვალებამდე დაწერა

1640806028
ია ნანეიშვილი

პოეტი ია ნანეიშვილი, რომლის ლექსებსაც სოციალურ ქსელში მრავალათასიანი აუდიტორია ჰყავს და მისი ლექსები თუ ჩანახატები ინტერნეტსივრცეში, შეიძლება ითქვას, ხელიდან ხელში გადადის, დღეს გარდაიცვალა. ის მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა.

სიკვდილამდე კი მან ემოციური წერილი დაწერა, რომელიც ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა. ნახეთ, რას წერდა გარდაცვლილი.

„ბოლო სამი თვის მანძილზე მრავალი კატეგორიის ადამიანთან მომიწია ურთიერთობა. ისეთებთან, რომლებსაც სიკვდილის დამარცხებამდე ერთი ნაბიჯი დარჩათ და უკვე საბოლოოდ განწირულებსაც. შევხვდი ისეთებს, ავადმყოფობამ რწმენაში რომ გააძლიერა და სიმშვიდე ტაძარში აპოვნინა. შევხვდი ისეთებსაც, პირიქით რომ გაბოროტდა და თავად ღმერთი უარყო, უფალს სამუდამოდ შეაქცია ზურგი, რადგან კითხვაზე „რატომ?" „რაღა მე?" ვერ იპოვა პასუხი.

მე ვნახე თვრამეტი წლის გოგონა, უმძიმეს მდგომარეობაში, რომელსაც დღეები დათვლილი აქვს...

მე ვნახე დედა, შვილის სიკვდილით გულ გაქვავებული...

მე ვნახე ვაჟიშვილი, მომაკვდავ დედას ფეხის თითებს რომ უკოცნიდა...

მე ვნახე მომაკვდავის საწოლთან უძლურად მდგარი ექიმები, რადგან მედიცინის შესაძლებლობები საზღვრებშია მოქცეული.

მე ვნახე 88 წლის ბებო, რომელიც ამბობდა, რომ სიბერე საშინელებაა, საზიზღრობაა, მაგრამ ყველას უნდა დაბერება...

მე ბევრი რამ ვნახე, რომელზეც საუბარი არ მინდა..

ღმერთო, რამდენი რამის ნახვა უწევს ადამიანს, იმისათვის რომ მიხვდეს, ბედნიერება სიცოცხლეა, ჯანმრთელობაა, რომელსაც ვერაფრით იყიდი! ჩვენ დაბერება კი არა, სიცოცხლე გვწყურია, ისეთი როგორიც არის ტკბილ-მწარე...

ექიმების დახმარებით შეგვიძლია ვისესხოთ სიცოცხლე და მხოლოდ უფლის შეწევნით შეიძლება გადავრჩეთ!

გიყვარდეთ სიცოცხლე, გაიხარეთ ყოველი დღით, მოეფერეთ ხეს, ფოთოლს, ბალახს, ყველაფერს, რაც სუნთქავს და არასდროს, არასოდეს გაუშვათ ხელი საყვარელ ადამიანებს!

დაიმახსოვრეთ, ის ვინ განსაცდელში არ მიგატოვებთ, ის ვინც თქვენს დაღლილ თვალებს უდარაჯებს, მხოლოდ იმის იმედი შეიძლება გქონდეთ!

არავის დაუძახოთ, ვისთვისაც ღირებული ხართ, თვითონ მოვა, თქვენთან იქნება!

გვერდიდან არ მოგცილდებათ და ყველა უძილო ღამეს თქვენთან ერთად გაათევს!

გიყვარდეთ სანამ არსებობთ ,რადგან სიყვარულია ღმერთი! თუ თქვენში არსებობს ღმერთი აუცილებლად გაიმარჯვებთ!“, - წერდა ია ნანეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მისთვის მონატრება უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე რისკი“ - სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილზე

🔵VIDEO: „პოლიტიკაში მე არასდროს არ შევალ... გამიგია, რომ ამბობდნენ შემდეგი მიშა ხარო, მაგრამ ასეთი არაფერი მოხდება“ - ნიკოლოზ სააკაშვილი

🔵VIDEO: „მე არც მინახავს და არც მისაუბრია... მძიმე, ახალი რეალობის წინ აღმოვჩნდი და ჩემი ადგილი შეიცვალა“ - სანდრა რულოვსი ურთიერთობის დასრულებაზე

VIDEO: „ეს არის ძლიერი ბმა, რომელსაც ვერ წაშლი. კი წარსულია და გასაგებია, მაგრამ რაც იყო, იყო ლამაზი, უნიკალური და ძალიან მდიდარი“ - სანდრა რულოვსი

🔵VIDEO: „სამ ენაზე, სამჯერ ზედიზედ მოვუსმინე, მაგრამ მაინც არ მჯეროდა“ – ყოფილი პირველი ლედი იასკოსა და სააკაშვილის პირველ ვიდეოზე

🔵„5000 ლარი მოიგო... სულ ქველმოქმედებას მოახმარა ეს თანხა! სულ ასე იქცევა, ჩუმად დადის და ეხმარება“ - გიორგი გასვიანი გოგა ჩანადირზე