პოეტი ია ნანეიშვილი, რომლის ლექსებსაც სოციალურ ქსელში მრავალათასიანი აუდიტორია ჰყავს და მისი ლექსები თუ ჩანახატები ინტერნეტსივრცეში, შეიძლება ითქვას, ხელიდან ხელში გადადის, დღეს გარდაიცვალა.
ის მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა.
„გისამძიმრებთ ყველას!
ჩვენი ულამაზესი ია ნანეიშვილი აღარ გვყავს, ჩვენი - ყველას პოეტი და მესაიდუმლე...
ვერ გადალახა, ვერ მოერია, ვერ გაუძლო, ვერ დაამარცხა და გაფრინდა.... ნათელი მის ულამაზეს სულს.“
„იაკო ეს ფოტო მე გადაგიღე, მახსოვს როგორ იპრანჭებოდი ნაზად კამერის წინ უთბილესი, ულამაზესი და უსაყვარლესი იყავი. ნათელში იყოს შენი ლამაზი სული, უკარგესო “, - წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჩემი სამყაროა ეს ბიჭი... ჩემი ბედნიერება ხარ“ - რას წერდა ვარკეთილში მოკლული გოგო ქმარზე?
🔵როგორი იქნება 2022 წელი ლომებისთვის?
🔵2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის
🔵„არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი“ - მიხეილ ცაგარელი