პოეტ ია ნანეიშვილს, რომლის ლექსებსაც სოციალურ ქსელში მრავალათასიანი აუდიტორია ჰყავს და მისი ლექსები თუ ჩანახატები ინტერნეტსივრცეში, შეიძლება ითქვას, ხელიდან ხელში გადადის, დღეს გულშემატკივრების გვერდში დგომა სჭირდება.
მის ცხოვრებაში მძიმე პერიოდი დაბრუნდა – ახალგაზრდა ქალი, ორი შვილის დედა, ისევ მძიმე სენს ებრძვის.
„ძვირფასო მეგობრებო, იას გულშემატკივრებო და კეთილო ადამიანებო, მოგმართავთ თხოვნით, თქვენთვის ყველასთვის ნაცნობი, ყველასთვის საყვარელი, ულამაზესი და უნიჭიერესი პოეტი ია ნანეიშვილი იმყოფება რეანიმაციაში და ისევ იბრძვის სიცოცხლისათვის. ისევ ებრძვის ვერაგ დაავადებას, რომელიც ერთხელ უკვე დაამარცხა.
მისი მდგომარეობა ძალიან რთულია. მას ასევე გაჩერებული აქვს ორივე თირკმელი. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ. იას სიცოცხლის გადასარჩენად თითოეული ლარი მნიშვნელოვანია.
გთხოვთ, ერთად გადავარჩინოთ იას სიცოცხლე. ია იცოცხლებს! ვილოცოთ მისი სიცოცხლისთვის. მას უფალი არ გაწირავს! ისევ გაათბობს თითოეული ჩვენგანის გულს სითბოთი და სიყვარულით
ანგარიშის ნომერი:
GE19LB0711116108736000
GE75TB7379245064300003
მიმღები: თეონა ზუხბაია.
„არ გამიშვა ხელი,
თორემ, წავიქცევი,
მერე ვეღარ დავბრუნდები უკან...
ნაწილ-ნაწილ, ნაკუწ-ნაკუწ დავიშლები,
ჩამიკარი სულთან ახლოს, გულთან...
არ გამიშვა, თორემ ღამე მომერევა,
აირევა საყვედური პულსთან.
ყელზე ცივი უშენობა მომეხვევა,
დამიძახე, ჩემი სულის თუ ხარ!
ზაფხულივით გაილევა დღეები და,
გაშიშვლდება გაფოთლილი მუხაც.
შემინახე ერთი ცალი მზეებიდან,
დაისისკენ მიმავალი თუნდაც...
არ გამიშვა, შემახსენე რომ გიყვარვარ,
თორემ დარდი აყვავდება გულთან.
შენი მზერა დამადევნე ნიავივით,
სადაც წავალ, მომყვებოდეს სულ თან...
დამაბრუნე, თუკი წასვლამ მომიწია,
თუ ვიდგები შენი გულის ზღურბლთან...
არ გამიშვა ხელი თორემ, დავიბნევი...
ჩამიკარი სულთან ახლოს გულთან!
ავტორი ია ნანეიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჩემი სამყაროა ეს ბიჭი... ჩემი ბედნიერება ხარ“ - რას წერდა ვარკეთილში მოკლული გოგო ქმარზე?
🔵როგორი იქნება 2022 წელი ლომებისთვის?
🔵2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის
🔵„არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი“ - მიხეილ ცაგარელი
🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში
🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება
🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?
🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი