16 თებერვალს ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა 14 წლის გოგოს ამბავზე სიუჟეტი მოამზადა. მისი თქმით, არასრულწლოვანი ცოლად მოყვანის მიზნით, საკუთარი ეზოდან მოიტაცეს. პოლიცია მას 70 დღეა ეძებს. ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, 14 წლის მოზარდის ადგილსამყოფელი მთელმა სოფელმა იცის, თუმცა ხმას არავინ იღებს.
აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მეორე სიუჟეტიც მოამზადა, რა დროსაც 14 წლის მოზარდის ადგილსამყოფელს მიაგნეს.
„ხელი აღარ მკრა... თქვენი იმედი არ აქვს ქალს, რომელიც 70 დღეა ბავშვს ეძებს“, - ასე მიმართავს ნანუკა ჟორჟოლიანი პოლიციელებს, რომლებთანაც უთანხმოება მოუვიდა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რა იწვევს გახანგრძლივებულ ხველას? - გიორგი ღოღობერიძის განმარტება
🔵„ჩავიფიქრე, მჯეროდა, მოვინდომე, მივაღწიე“ - რა ფოტოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე