
8 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
„კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებული მამა-შვილი არასრულწლოვანს 2 წლის განმავლობაში აუპატიურებდნენ.
ადგილობრივმა მოსახლეობამ გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს სახლი გადაუწვა.
8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით, მამა-შვილი გუშინ დააკავეს. გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან. არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.
საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
მეზობლების თქმით, მამა რძალზე ძალადობაზეც იყო შემჩნეული.
„მამა შემჩნეული იყო რძალზე ძალადობაზე, შვილი ქურდობაზე... იმ ოჯახში ჭამდნენ და სვამდნენ“, - მეზობლები სამეგრელოში დაკავებულ მამა-შვილზე.