
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 23 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
ჰოროსკოპი 23 ივლისისთვის
მთვარის დღე – 27 / 28
მთვარის ფაზა – კლებადი მთვარე კირჩხიბში
ვერძი
ცადეთ, რეალურად შეხედოთ ყველა საკითხს და არ დაკარგოთ კავშირი მიწასთან. იმოქმედეთ ზომიერად, ნუ იჩქარებთ. კომუნიკაცია შეიძლება რთულად წარიმართოს — სჯობს, მნიშვნელოვანი საუბრები სხვა დროისთვის გადადოთ.
კურო
დღე იღბლიანია. დაიჯერეთ საკუთარი ძალების — ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდებით. კარგი დროა შერიგებისთვის და ურთიერთობების აღსადგენად. თუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, დააიგნორეთ ამპარტავნება და ეცადეთ კომპრომისზე წასვლა.
ტყუპი
შეეცადეთ, დღევანდელ დღეს კომუნიკაცია შეზღუდოთ. ერიდეთ კამათს და ურთიერთობებში მწვავე კუთხეებს. მაღალია კონფლიქტის რისკი. ჯობს, მარტო დარჩეთ და საყვარელი საქმით დაკავდეთ. ყურადღება მიაქციეთ საოჯახო საქმეებს.
კირჩხიბი
დროა, აჰყვეთ გარემოს და მოიძიოთ საერთო ენა სხვებთან. მოუსმინეთ გარშემომყოფებს. ოჯახის წევრებთან იყავით თავშეკავებული და რბილი, რათა არ დააზიანოთ ურთიერთობა. საოჯახო საქმეები დაგეხმარებათ შინაგანი ჰარმონიის აღდგენაში.
ლომი
დღე მოითხოვს მოქნილობას. შესაძლოა, დაგეგმილი საქმეები გადადოთ და სხვა საკითხებით დაკავდეთ. ზარმაცობის შეტევებმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ. კარგი დროა ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად და გულწრფელი საუბრებისთვის.
ქალწული
თავშეკავება და სიმშვიდე აუცილებელია. არ შეიჭრათ კამათში. ყურადღება მიაქციეთ ყოფით საკითხებს — გააწმინდეთ სახლი, მოაწესრიგეთ გარემო. თუ ურთიერთობაში რთული პერიოდი გქონდათ, დღეს კარგი დროა ყველაფრის გასარკვევად.
სასწორი
მცირე უსიამოვნებების გამო შესაძლოა გეგმების შეცვლა დაგჭირდეთ. თუმცა იღბალი თქვენს მხარესაა — ყველა სირთულეს სწრაფად და წარმატებით მოაგვარებთ. ნუ გაეკიდებით ძველ წყენებს და უსიამოვნებებს.
მორიელი
არ იმოქმედოთ სპონტანურად. რაც არ უნდა აკეთოთ — იყავით ფრთხილი და დეტალებზე ორიენტირებული. პრობლემების თავიდან ასაცილებლად დაგეხმარებათ კრეატიული მიდგომა და სიმტკიცე. ახლობლებთან საუბარი და მხარდაჭერა ძალიან გამოგადგებათ.
მშვილდოსანი
თავი აარიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ხმაურიან ღონისძიებებს. მიუძღვენით საკუთარ თავს, დაალაგეთ სახლი, დაკავდით საყვარელი საქმით. დაგეგმეთ მომავალი და განსაზღვრეთ პრიორიტეტები. სხვისთვის რჩევების მიცემას კი, ეცადეთ, თავი შეიკავოთ.
თხის რქა
მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ სურვილებსა და ემოციებს. მოუსმინეთ შინაგან ხმას. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა განწყობა გაგიფუჭდეთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან, გაუზიარეთ თქვენი ფიქრები და გრძნობები.
მერწყული
დღეს მიზნის მისაღწევად მოგიწევთ მეტი ძალისხმევა. სხვის რჩევებს ნუ დაეყრდნობით — იფიქრეთ საკუთარ გამოცდილებაზე. სასურველია, შეზღუდოთ კონტაქტები და იმოქმედოთ ინტუიციის მიხედვით.
თევზები
თქვენ დღეს მხიარული განწყობა გაქვთ და მზად ხართ, ის სხვებთანაც გაიზიაროთ. მცირე პრობლემები ვერ შეგიშლით ხელს ოპტიმიზმში. ყველა სიტუაციაში ეძებეთ დადებითს. ილაპარაკეთ მეგობრებთან გეგმებზე — მათი რჩევები შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს.
მზიანი დღე გქონდეთ!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვინ სთავაზობდა მაკა ხიზანიშვილს ცოლობისთვის 500 000$? - რას ჰყვება სპორტსმენი