Digest Logo

🎥 VIDEO: „თქვენ გარდაცვალეთ, თქვენზეა პასუხისმგებლობა. წირავთ ხალხს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მაგის მკვლელობაზე!“ - მეუფე ანტონი

1626160324
მეუფე ანტონი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ელჩების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა.

მეუფეს ჟურნალისტებმა 11 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სთხოვეს განმარტება, რომლითაც ის ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს მიმართავდა - „ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ“.

მიტროპოლიტმა თქვა, რომ მოძალადეები თავად ელჩები და ჟურნალისტები არიან.

აგრეთვე, ოპერატორ, ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილშიც მედიის წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

„შეტაკება რომ მომხდარიყო, სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ და რასაც ითხოვდა ეს ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევს, თვითონ მოძალადეები აქეთ რომ გვიწოდებენ მოძალადეებს, ტვინი რომ გამოგირეცხეს ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული წამლებით. თვითონ მოძალადეებო, აქეთ რომ გვიძახით მოძალადეებს, შეხედეთ, რაებს წერთ და რაებს აკეთებთ. შეტაკება იქ გენახათ თქვენ, სპეცტექნიკა რომ გამოსულიყო. დიახ, თქვენ ხართ, თქვენ ახალისებთ, წირავთ ამ ხალხს.

პრაიდი იყო გამოცხადებული პირველ საათზე, ჩვენ გვქონდა ლოცვა 5 საათზე. საიდან იყო ეკლესიის მოწოდება? თქვენი ძალადობრივი სიმართლიდან ჩვენი სიმართლე რომ დავიცვათ, გვიწევს მოწოდება ხალხისათვის. ძალადობრივ სიმართლეს გვახვევთ თავზე. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო. თქვენ უწევთ პროპაგანდას! თქვენ გარდაცვალეთ, თქვენზეა პასუხისმგებლობა. ხალხის სიმებს ეხებით, წირავთ ხალხს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მაგის მკვლელობაზე", - თქვა მიტროპოლიტმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ეს ბრაზი სად წავიღო“ - გარდაცვლილი ოპერატორის ცოლის პირველი კომენტარი

2 შვილის მამა, ტრაგიკულად გარდაცვლილი მშობელი და ძალადობას „შეწირული“ - ცოტა რამ გარდაცვლილი ოპერატორის შესახებ

„კიდევ ერთი ჯოჯოხეთი ბავშვების ცხოვრებაში, ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, რადგან მერე უზარმაზარი შიში მოდის"- ფსიქოლოგის სკანდალური პოსტი