საზოგადოება • 1737115636
„ზვიადის ინტერვიუ მინდა
შემოგთავაზოთ, რომელიც 1991
წელს მისცა „ამერიკის
ხმას“. საკმაოდ
დამაფიქრებელი და ღრმაა,
როგორც იმ დროისთვის, ისე
დღევანდელობისთვისაც.
ჭეშმარიტი, ქართველი
პოლიტიკოსის ხედვა და
შინაარსია წარმოჩენილი.
დასკვნები თქვენ თავად
გააკეთეთ (საბჭოთა კავშირი
რაღაც დოზით კიდევ
არსებობს მაგ დროისთვის)“, -
წერს გიორგი გამსახურდია
სოციალურ ქსელში. გიორგი
გამსახურდიას მიერ
გამოქვეყნებულ ინტერვიუში
საქართველოს პირველი
პრეზიდენტი, ზვიად
გამსახურდია, სხვა
საკითხებთან ერთად,
საუბრობს მის გუნდში
გამოჩენილ მოღალატეებზე
და აღნიშნავს, რომ დიდ
საქმეს თან ახლავს ღალატი,
ამაში სენსაციური
არაფერია, თუმცა, ხაზს
უსვამს, რომ მის მარადიულ,
ერთგულ თანამგზავრს, მერაბ
კოსტავას, არასდროს
მიუტოვებია.
იხილე მეტი