Digest Logo

„არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, თანამედროვე მსოფლიოსთან და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა“ - გიორგი გამსახურდია

1736171832
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია

„მე მგონი, არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, მაშინდელი მსოფლიოს და რუსეთის იმპერიული ძალების შეთქმულებას გადავხედოთ ზვიადის წინააღმდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, - წერს გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საქართველომ, თანამედროვე მსოფლიოსა და პარტნიორებთან ურთიერთობა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით უნდა განაგრძოს, ასევე, უნდა გადაიხედოს ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დროს დადებული ყველა მავნებლური ხელშეკრულება.

„მე მგონი, არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, მაშინდელი მსოფლიოს და რუსეთის იმპერიული ძალების შეთქმულებას გადავხედოთ ზვიადის წინააღმდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, თანამედროვე მსოფლიოსთან და ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობა, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ასევე გადავხედოთ ყველა იმ მავნებლურ ხელშეკრულებებს, რომლებიც შევარდნაძის და მისი ხელდასმულის, სააკაშვილის მთავრობამ დადო. მგონი არ არის ცუდი აზრი. ამის მორალური უფლება, მხოლოდ პროქართულ პოლიტიკურ ძალას, "ქართულ ოცნებას" აქვს. ვიფიქროთ ამაზე და გავხსნათ მსჯელობა ქვეყანაში“, - წერს გიორგი გამსახურდია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გამთენიისას ოკუპირებულ აფხაზეთში, სიკვდილის ჩიტებმა, ერთი ოჯახის ხუთი წევრი… ხუთი მძინარე ბავშვი გასტაცეს ბებიას... მაშინ თავად სიკვდილი როგორ არ მოკვდა?!“- თათია ზუხბაია

⭕„ტკივილით სავსე დღე… თავზარდამცემი დილა და დანგრეული ბედნიერება… 3 წელი გავიდა ნიკა უშენოდ“ – ნინო ბერიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

⭕„საბერიოში გარდაცვლილი ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა...ჩემო აფხაზეთო, რა ვერ გამოვისყიდეთ ასეთი, ეს რა ტანჯვაა“ - რას წერს ჟურნალისტი