საინტერესო ამბები • 1682604015
„სიყვარული არის, როცა
ულაპარაკოდ დათმობ შენს
სიცოცხლეს. ყველაზე
ძვირფას რომ დათმობ – ეს
არის სიყვარული. მე
მიყვარხარ – იტყვიან… რა
მიყვარხარ… რას ჰქვია
მიყვარხარ.საქციელში და
ქმედებაში უნდა იყოს ეს
გამოხატული…როცა შენ
ყველაზე ძვირფას დათმობ,
აი, მაშინ ამბობ თურმე –
მიყვარხარ… მე ბელას ისე
ვაღმერთებდი, რომ
არავისთვის მემეტებოდა,
საკუთარი თავისთვისაც კი.
არასოდეს მითქვამს “მე შენ
მიყვარხარ“. ამის თქმა
როგორ შეიძლება? ისე
ვიქცეოდი, რომ უნდა
მიმხვდარიყო. მე ვიცოდი,
რომ ის ჩემთვის მოკვდებოდა
და მან იცოდა, რომ მე
მისთვის მოვკვდებოდი“, - ეს
სიყვარულის უმაღლესი
გამოვლინებაა, ესაა ის
ნიჭი, რაზედაც მწერლები და
პოეტები წერდნენ. სწორედ ამ
ნიჭით იყო დაჯილდოებული
არტისტი - კახი კავსაძე. რა
უნდა თქვა ისეთ ფენომენზე
და ლეგენდაზე როგორიც კახი
იყო. რთულია მასზე
სასაუბროდ შეარჩიო
სიტყვები რადგან მისი
სახელი და გვარი უკვე ბევრ
რამეზე მეტყველებს.
იხილე მეტი