„სიყვარული არის, როცა ულაპარაკოდ დათმობ შენს სიცოცხლეს. ყველაზე ძვირფას რომ დათმობ – ეს არის სიყვარული.
მე მიყვარხარ – იტყვიან… რა მიყვარხარ… რას ჰქვია მიყვარხარ.
საქციელში და ქმედებაში უნდა იყოს ეს გამოხატული…
როცა შენ ყველაზე ძვირფას დათმობ, აი, მაშინ ამბობ თურმე – მიყვარხარ…
მე ბელას ისე ვაღმერთებდი, რომ არავისთვის მემეტებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი. არასოდეს მითქვამს “მე შენ მიყვარხარ“. ამის თქმა როგორ შეიძლება? ისე ვიქცეოდი, რომ უნდა მიმხვდარიყო. მე ვიცოდი, რომ ის ჩემთვის მოკვდებოდა და მან იცოდა, რომ მე მისთვის მოვკვდებოდი“, - ეს სიყვარულის უმაღლესი გამოვლინებაა, ესაა ის ნიჭი, რაზედაც მწერლები და პოეტები წერდნენ. სწორედ ამ ნიჭით იყო დაჯილდოებული არტისტი - კახი კავსაძე.
რა უნდა თქვა ისეთ ფენომენზე და ლეგენდაზე როგორიც კახი იყო. რთულია მასზე სასაუბროდ შეარჩიო სიტყვები რადგან მისი სახელი და გვარი უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.
დღეს 27 აპრილს ამ გენიალური ადამიანის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა.
გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მისი უცნობი ამბები გაიხსენეს და სტუმრად ძმა - იმერ კავსაძე მიიწვიეს.
იმერმა კახისთან ერთად ბავშვობაში გატარებული დრო გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთად ტყუპებივით იზრდებოდნენ, მიუხედავად 2-წლიანი სხვაობისა.
„კახი ჩემზე 2 წლით უფროსი იყო. როგორც ტყუპების გარჩევაა რთული, ასე ვიყავით ჩვენ. დედამ გაგვზარდა. მამასთან შეხება სულ 2-ჯერ გვქონდა. კახი ძალიან თბილი ადამიანი იყო ოჯახში. ძმებს შორის უთანხმოება და ჩხუბი ხომ არის, ჩვენთან ასე არ ყოფილა. ჩემთან შედარებით ახოვანი იყო. ბავშვობაში კი არ ვგავდით ერთმანეთს მერე, ასაკში დავემსგავსეთ“, - იხსენებს იმერი კავსაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘 „ბებიაჩემის დროინდელი ტელეფონით სელფი გადამიღო და 15 დოლარი ამახია“ - რას წერს გურამ შეროზია?