სოციალური მედია • 1778829508
პლასტიკური ქირურგის,
ციცინო შურღაიას
სკანდალურმა განცხადებამ
ჭარბწონიანი ადამიანებისა
და კოლეგების მისამართით,
სამედიცინო წრეებსა და
სოციალურ ქსელში დიდი
დაპირისპირება გამოიწვია.
ექიმის მოსაზრებას,
რომელმაც ზედმეტი წონა
ინტელექტის ნაკლებობას
დაუკავშირა, საზოგადოების
ცნობილი სახეები და
ექიმები, მათ შორის ნინო
ნადირაძე, მწვავე რეაქციით
გამოეხმაურნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ
დაიწყო, რაც პლასტიკურმა
ქირურგმა ციცინო შურღაიამ
ერთ-ერთ ტელეგადაცემაში
სტუმრობისას განაცხადა,
რომ „ჭარბწონიანი
ადამიანი არის
უინტელექტო“. სიტუაცია
კიდევ უფრო დაიძაბა მას
შემდეგ, რაც შურღაიამ
გარეგნობის გამო
შეურაცხყოფა მიაყენა
კოლეგას, ინფექციონისტ
მაია ბუწაშვილს. ეთიკური
ნორმების დარღვევამ და
კოლეგიალობის არარსებობამ
სოციალურ ქსელში
დისკუსიის ახალი ტალღა
წარმოშვა. აღნიშნულ თემას
„ფეისბუქის“ საკუთარ
გვერდზე გამოეხმაურა
კლინიკა „ვივამედის“
დირექტორი და
ტელეწამყვანი ნინო
ნადირაძე. მან ყურადღება
გაამახვილა იმ „ორმაგ
სტანდარტზე“, რომელსაც
საზოგადოება გარეგნობის
გამო კრიტიკისას იჩენს:
იხილე მეტი