ექიმი სოფო ბერიძე
ქვეყანაში არსებულ მძიმე
ეპიდვითარებას ეხმიანება
და აჭარის რეგიონის
მაგალითზე წერს, რომ მოკლე
დროში კოვიდით
რეინფიცირების
შემთხვევები
გახშირებულია. ექიმი კიდევ
ერთხელ მოუწოდებს,
მოქალაქეებს დააკვირდნენ
ვირუსის სიმპტომებს და
გაითვალისწინონ ძირითადი
რეკომენდაციები.
დღეს საქართველოში
კორონავირუსის რეკორდული
მაჩვენებელი დაფიქსირდა,
სპეციალისტები კიდევ
ერთხელ აღნიშნავენ, რომ
კორონავირუსის ამ შტამს
სწრაფი გავრცელება
ახასიათებს და
ინფიცირების რეალური
მაჩვენებელი გაცილებით
მეტია.
პროფესორი სოფიო ბერიძე
სოციალურ ქსელში სტატუსს
აქვეყნებს და პირველადი
ჯანდაცვის შესახებ წერს,
მისი თქმით, დამძიმების
ნიშნების დროული ამოცნობა,
პრეჰოსპიტალური მართვა
გადამწყვეტია.
„არ ჩამოხვიდეთ აჭარაში,
ახლა არ არის დრო,რომ
ზღვისპირეთში დასვენება
გსურდეთ!"- ამ მოწოდებებით
მიმართავენ ექიმები
აჭარიდან მოსახლეობას.
პროფესორი სოფიო ბერიძე
აცხადებს, რომ ბათუმში
კორონავირუსის გავრცელება
პიკს აღწევს და
პანდემიასთან
გასამკლავებლად კლინიკებს
უკვე საკმარისი რესურსი
აღარ აქვთ.