Digest Logo

„PCR ტესტის გარეშეც ყელის, თავის, ძვლების, სახსრების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ტემპერატურა ნიშნავს ომიკრონს“ - ექიმი სოფო ბერიძე მოქალაქეებს მიმართავს

1643715372
ექიმი სოფო ბერიძე

დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, სპეციალისტები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის ამ შტამს სწრაფი გავრცელება ახასიათებს და ინფიცირების რეალური მაჩვენებელი გაცილებით მეტია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს ექიმი სოფო ბერიძე ეხმაურება, რომელიც

„მოდით, დავიწყოთ პასუხისმგებლობების განაწილებით:

ექიმები - პასუხისმგებლები ვართ პაციენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე, დაავადების სწორ მკურნალობასა და პრევენციის დაგეგმვაზე. ამას უნდა ვაკეთებდეთ მშვიდად, კომპეტენტურად, ყოველდღე ვეცნობოდით ახალ ლიტერატურას და ვიყენებდეთ მას ჩვენს პრაქტიკაში. ვხელმძღვანელობდით თანაბრობის პრინციპით. ჩვენი მთავარი საზეპიროა - „უპირველესია, არ ავნო“

ეპიდემიოლოგები - უნდა მუშაობდნენ ციფრებზე, სტატისტიკაზე, პროგნოზირებაზე, ახალი შტამების დროულ გამოვლენასა და დროსა და ვითრებაზე მორგებული რეკომენდაციების გაცემაზე.
ეპიდემიოლოგების მთავარი საზეპიროა - ნატიური, სუფთა, ჭეშმარიტი ციფრები და პოლიტიკისგან თავისუფალი რეკომენდაციები!

პაციენტი - თქვენ მხოლოდ მოგეთხოვებათ მიჰყვეთ ექიმის რეკომენდაციას და არ გადასდოთ სხვებს დაავადება!
ეს არის თქვენი მთავარი საზეპიროც, პასუხისმგებლობაც, გმირობაც და თავდადებაც!

რაც შეეხება ომიკრონს

ის ნამდვილად მსუბუქად მიდის!

ეს ნიშნავს, რომ უიშვიათესია შემთხვევა, როდესაც ის იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებს დიახ, თქვენ გეტკინებათ თავი, ყელი, ძვლები, სახსრები, გექნებათ მაღალი ტემპერატურა, ჩაგეხლიჩებათ ხმა - მაგრამ უხშირესად ეს გაგრძელდება 3-5 დღე და შემდეგ სრულიად ჯანმრთელდებით! - განსხვავებით წინა კოვიდებისგან, როცა კოვიდი გეპარებოდათ ჩუმად, ვერაგულად, მსუბუქი სიმპტომებით და მეექსვე-მეშვიდე დღიდან დგებოდა სიცოცხლისათვის საშიში გართულებები.

შეიძლება თუ არა ომიკრონი გახდეს სიკვდილის მიზეზი?

კი - თუ ის შეხვდა უკიდურესად დასუსტებულ, მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე, აუცრელ ადამიანს და მას ვერ გაეწია დროული სამედიცინო დახმარება.

შეიძლება თუ არა თქვენ გახდეთ სხვისი სიკვდილის მიზეზი?

კი, თუ გექნებათ სიმპტომები, დამალავთ და გახვალთ საზოგადოებაში ნიღბის და დაცვის გარეშე.

გჭირდებთ თუ არა PCR ტესტირება ომიკრონის აღმოსაჩენად?

არა - PCR ტესტის გარეშეც ყელის, თავის, ძვლების, სახსრების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ტემპერატურა ნიშნავს ომიკრონს.

PCR ტესტი არაფერს ცვლის, გარდა ოფიციალურად დარეგისტრირების შესაძლობლების და იზოლაციის ვალდებულებისა. მისი გაუქმება და ოჯახის ექიმის მიერ კოვიდის დიაგნოზის დასმა იქნებოდა ძალიან კარგი სწორედ თქვენი ფინანსების, დროის, ნერვების დაზოგვისთვის.

ეს გადაწყვეტილია ძალიან გამიხარდებოდა, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზით რომ მიღებულიყო და არა მწვანე სტატუსით დასასაჩუქრებლად.

დაიმახსოვრეთ!

სიმპტომების შემთხვევაში ყოველგვარი PCR-ის გარეშე უნდა მოერიდოთ სხვებთან კონტაქტს და ატაროთ მუდმივად ნიღაბი!

P.S. ბევრი თბილი სითხე, ცხვირის დანოტივება, პარაცეტამოლი და იბუპროფენი ტკივილის დროს - ძალაში რჩება“, - წერს სოფო ბერიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„დაუმატეთ ერბოს ცოტა ქონდარი და ჯინჯერი, შემდეგ კი გაყინეთ“ - ვაქცინის ხალხური მეთოდი

🔵„მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას“ - იაგო ფრანგიშვილი საგანგებო მიმართვა

🔵თუ ორგანიზმი D ვიტამინს საჭიროებს, მაშინ თქვენ აუცილებლად გექნებათ ეს სიმპტომები

🔵Dდიმერი, ცე რეაქტიული, კოაგულოგრამა - არის თუ არა საჭირო კოვიდის დროს ამ ანალიზების გაკეთება?

🔵„კოვიდის 10 მცნება: ბერეთ ბუშტები, იძინეთ მუცელზე, დღეში ორჯერ გაიზომეთ პულსი და სატურაცია“ - ექიმის რჩევები

🔵„აცრა რეკომენდებულია ყველა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტისთვის“ - 14 რჩევა ექიმებისგან