სოციალური მედია • 1757231786
რამდენიმე დღის წინ
სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ინსტიტუტის
თავმჯდომარემ და
საერთაშორისო ჯანდაცვის
აღიარებულმა ექსპერტმა
გიორგი ფხაკაძემ მიმართვა
გაავრცელა, სადაც ნუკი
კოშკელიშვილის ბრენდი
„ნუკი კოსმეტიკი“, კერძოდ
ვიტამინების დანამატი,
მისი შემადგენლობის გამო
გააკრიტიკა. როგორც
ფხაკაძე წერდა,
საქართველოს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის
ინსტიტუტმა დაადგინა, რომ
VITANUKI Beauty Vitamin Blend ამჟამად არ
აკმაყოფილებს საჭირო
სტანდარტებს და არ არის
რეკომენდებული. სოციალურ
ქსელში პროდუქტის
კრიტიკას ნუკი
კოშკელიშვილი გამოეხმაურა
და აღნიშნა, რომ გიორგი
ფხაკაძე ფულს ითხოვს და მას
თაღლითად მიიჩნევს.
მოგვიანებით, ამ
განცხადებას ფხაკაძის
მორიგი განცხადება მოჰყვა,
სადაც საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ინსტიტუტის
თავმჯდომარე წერდა, რომ
ნუკის ცილისწამებისთვის
სასამართლოში უჩივლებდა.
ნუკი კოშკელიშვილმა
პროდუქციასთან
დაკავშირებით ყველა
საბუთი გაასაჯაროვა, ამას
კი საპასუხოდ გიორგი
ფხაკაძის მორიგი
ვიდეომიმართვა მოჰყვა:
იხილე მეტი