ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას გაციებასა და ვირუსთან ბრძოლისთვის რჩევებს აძლევს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს სიმპტომები მკვეთრად გამოხატული არ აქვს, სახლში უნდა დარჩეს, რადგან შესაძლოა, ხალხმრავლობაში მეტი საფრთხე დაემუქროს.
„როდესაც ადამიანს კონკრეტული დაავადება აქვს, ექიმთან უნდა მივიდეს, თვითმკურნალობა ცუდია. ეს შეიძლება ძალიან საშიშიც იყოს, განსაკუთრებით, სასტიკად აკრძალულია ანტიბიოტიკების ყლაპვა.
თუ ხართ გაციებული, 1 კვირა იწექით და ასპირინი დალიეთ, ჩაი და ლიმონი.
თუ თქვენ კოვიდი იოლ ფორმაში გაქვთ, სახლში დარჩით და პარაცეტამოლი დალიეთ. სიცხე თუ არ ვარდება და სუნთქვა გიჭირთ, ამ შემთხვევაში კლინიკაა საჭირო“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მომბაძეთ..." - ნახეთ, რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი