ვერაზე დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია დღეს, 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა.
ახალგაზრდა კაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ნიკა კვარაცხელია ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს. დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ფორმულას ინფორმაციით, კვარაცხელია გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ერთი პირი უკან აედევნა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. თავდამსხმელმა მისი მისამართით, სავარაუდოდ, 9-ჯერ გაისროლა.