სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ვარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს.
ამ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად 16 წლის გოგონას წერილი ვრცელდება, რომელიც წერს, რომ ის 7 წლის ასაკში 35 წლის კაცმა სექსუალურად შეავიწროვა.
ძალადობის მსხვერპლმა მაშინ ამ ყველაფრის მოყოლა ვერ გაბედა, მოძალადემ კი რამდენიმე წლის შემდეგ მცირეწლოვანი გააუპატიურა. 16 წლის გოგონა თვლის, რომ მსხვერპლი მის სიჩუმეს მოჰყვა და ადამიანებს სთხოვს, არასდროს დამალონ ანალოგიური ფაქტები.
„გამარჯობა. ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა 7 წლის ვიყავი (ახლა 16-ის ვარ).
სოფელში ვიყავი ჩასული ბებიასთან და პაპასთან, ბებია მეზობელთან გადავიდა და მეც გავყევი მას, იქ დედა-შვილი ცხოვრობდნენ, ეს შვილი (კაცი) 35 წლის იქნებოდა.
ეზოში გავედი, სანამ ბებია მეზობელს ელაპარაკებოდა და ეზოს ტუალეტში ის კაცი იყო. კარი ღია ჰქონდა და შარვალჩახდილი იდგა თან თავის სასქესო ორგანოს ეხებოდა და საზიზღრად ხვნეშოდა. დამიძახა, მოდი, მიყურეო.
მაშინ ვერც მივხვდი, რამე ცუდი თუ ხდებოდა, ან საერთოდ რატომ სურდა, რომ მეყურებინა? სულელივით დავიბენი და ვიდექი. მერე მკითხა, არ გინდა, შეეხოო? ვუთხარი, რომ არ მინდოდა. კარგი, შენი ნებაა, როგორც კი უფროსები გამოვლენ, მითხარიო.
ცოტა ხნის განმავლობაში ასე უაზროდ ვიდექი ტუალეტის წინ და ვერც ვხვდებოდი, რა ხდებოდა. შემდეგ ბებია გამოვიდა და ეგრევე კარი დახურა, მან ვერაფერი გაიგო ჩვეულებრივ დავბრუნდით სახლში.
რამდენიმე დღეში ისევ მივედით სტუმრად მათთან და ამჯერად თავის ოთახში ამიყვანა, ვითამაშოთო და ლეპტოპში პორნოგრაფიული ფილმები ჩართო. მერე მითხრა, მე და შენც ასე უნდა ვქნათ და დამიჯერე, ძალიან მოგეწონებაო. ლოგინზე დაჯდა გაიხადა და მითხრა გელოდებიო, მე მაინც ვერ მივხვდი, რა ხდებოდა თუმცა ძალიან შემეშინდა… ვუთხარი, რომ არ მინდოდა და თავი დაენებებინა. კარი ჩაკეტა და მითხრა, ამ ყველაფერს ვინმეს თუ ვეტყოდი, მეც მომკლავდა და ჩემს ოჯახსაც - ძალიან გაბრაზდა, რომ არ დავთანხმდი და ლარნაკი ისროლა ჩემი მისამართით, თუმცა კარს მოხვდა, სადაც მე ვიჯექი და ვტიროდი.
ეგრევე ავდექი და კარი გავაღე, ლეწვის ხმაზე ბებია მოვიდა და მკითხა, რა ხდებოდა. იმ კაცმა უთხრა, არაფერი არ მომხდარა უბრალოდ ლარნაკი დამივარდაო.
ამის შემდეგ რამდენიმეჯერ ისევ ვნახე ეს ადამიანი და ყველა ნახვაზე უხერხულ ადგილებზე ცდილობდა, შემხებოდა.
ეს ამბავი იმ დროს არავის გაუგია, თუმცა რამდენიმე წელში ხმა გავარდა სოფელში, რომ ამ კაცმა ბავშვი გააუპატიურა, შემდეგ გავაცნობიერე, რაც მოხდა და გავბედე, ოჯახს მოვუყევი ყველაფერი და რა თქმა უნდა, გამიგეს და მითხრეს, რომ ჩემი ბრალი აქ არაფერი იყო, მაგრამ ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, ვფიქრობდი, რომ დამნაშავე ვიყავი, ხომ შემეძლო, იმ დროსვე მეთქვა ბებიასთვის და დაიჭერდნენ იმ კაცს, ის საწყალი ბავშვიც გადარჩებოდა...
მშობლებო! არასდროს არავის არ ანდოთ თქვენი შვილი და არ დატოვოთ უყურადღებოდ! დამნაშავე კი უნდა დაისაჯოს!
არ გაჩუმდეთ, ჩემს სიჩუმეს უკვე ჰყავს მსხვერპლი“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵შეგნებულ ქვეყნებში თითქმის აღარ კვდება ხალხი და ესენი ჯიუტად აგრძელებენ ღმერთის გამოცდას – დეკანოზი
🔵ყველა მობილურისთვის ერთნაირი დამტენი — EU-ს კანონპროექტი
🔵ტრაგედია ვერიკო ტურაშვილის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მომღერალს