9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
სოციალურ ქსელში კი ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და 9 აპრილის შესახებ წერს.
მისი თქმით, ეს დღეს იყო, ქართველთა კიდევ ერთი სასტიკი მოტყუების დღე.
„არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ მათ უმაგალითო თავგანწირვას, ვინც მაშინ სახელმწო მანქანას და
მოსკოვიდან გამოგზავნილ ტანკებს შიშველი ხელებით, ჯოხებით ეომა! მაგრამ უნდა ვთქვა-ჩემთვის ეს იყო
ქართველთა კიდევ ერთი სასტიკი მოტყუების დღე!
როგორც საკუთარი „ეროვნული ლიდერების", ასევე გარეშე ძალების მიერ! "9 აპრილმა დააჩქარა საბჭოთა
იმპერიი ს დაშლაო!" - კი ბატონო! ასე იყო! მაგრამ იყო კი საჭირო ამ უკვე დაძრული და შეუქცევადი პროცესის
დაჩქარება? ვის აძლევდა ეს ხელს? ამ გადმოსახედიდან ზუსტად ვხვდები - ბევრად უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის და ყველა დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკისთვის, რომ საბჭოეთი დაშლილიყო ნელი ტემპით, მშვიდად, გააზრებულად... როგორც იშლებოდა კიდეც... მაგრამ სწრაფი კოლაფსი ხელს აძლევდა სწორედ იმ
ადამიანებს ვინც იმ პერიოდში მილიარდერი გახდა! ეს ხელს აძლევდა საკუთრივ რუსეთში და რა თქმა
უნდა ამერიკი ს შეერთებულ შტატებში ჩაბუდებულ, ამ ქვეყნების უმაღლეს მმართველობით ეშელონებში
შემძვრალ და დამკვიდრებულ ბნელ ძალებს! და მათ ეს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის შვილების სისხლის, სიკვდილის, მსხვერპლი ს ფასად გააკეთეს! ერთადერთი გონიერ ი ადამიანი, რომელიც კიდეც
გვეხვეწა - "პროტესტმა თავის მიზანს უკვე მიაღწია და დაიშალეთ, თორემ ტრაგედია მოხდებაო" - იყო საქართველოს პატრიარქი, რომელიც მას შემდეგაც მუდამ დიდი გონიერებით გამოირჩევა, მაგრამ თითქმის არასოდეს ვუჯერებთ! სწორედ ამიტომ ებრძვიან მას უკვე 30 წელია ყველაზე სასტიკად...
ამბობენ, მაშინ პატრიარქი „კაგებემ" მოაგზავნა ხალხის დასაშლელადო! სისულელეა! შესაძლოა ეს გააკეთა
პირადად ჯუმბერ პატიაშვილმ ა, რომელიც მაშინ პირველი ცეკას მდივანი იყო, ვინც ძალოვანებიდან
არ გადაუყვანიათ რესპუბლიკის პირველ პირად და სოფლი ს მეურნეობის სფეროდან მოვიდა... და ჩემი
აზრით ესეც სპეციალურად იყო გაკეთებული, მათ შესაწირი მსხვერპლი, ზვარაკი სჭირდებოდათ! -
9 აპრილის დაგეგმილი ტრაგედია მას მიახოცეს სულ! ამიტომ არ იცოდა პატიაშვილმა რა ხდებოდა და ამიტომ გადაწყვიტეს მან და ილია მეორემ ხალხისთვის მიემართა პატრიარქს! მათ არ იცოდნენ, რომ საბჭოთა
და ამერიკულ სპეცსამსახურებს, სულაც არ სურდათ იმ ხალხის დაშლა!
იქ სისხლი უნდა დაღვრილიყო და ამას უნდა დაეჩქარებინა აღშფოთებული მასი ს მიერ საბჭოთა კავშირის უკანმოუხედავად დანგრევა, გაპარტახება, რაც შექმნიდა "მღვრიე წყალს" თანაც ასეთი "მღვრიე წყლის" მთელ ოკეანეს და მავანნი იშოვიდნენ ძალიან დიდ ფულს! ეს შესრულდა კიდეც მათ მიერ, ვინც პატრიარქი ამ მოწოდების გამო ლამის მოღალატედ შერაცხა და ხმამაღლა იღრიალა - "არ დავიშლებით, თუ საჭიროა სისხლი დაიღვაროს!
ქართველი არასოდეს შეშინებულა მტრის წინაშე!" და სხვა ეროვნულ, ვაჟკაცურ, მგრძნობიარე სიმებზე
მოთამაშე ფრაზები! ვინც ქნა ეს ყველამ კარგად ვიცით!
სწორედ ისინი იყვნენ იქ "კაგებეს" აგენტები! ამერიკის სპეცსამსახურების აგენტები! ორმაგი აგენტები!
არადა გონიერებ ა იყო საჭირო მაშინაც! ისევე, როგოც 1917-1921-1924 წლებში, როდესაც შეგვეძლო
ისე შევსულიყავით და გამოვსულიყავით 100 წლის მერე საბჭოთა კავშირიდან, რომ ტერიტორიების ამხელა
დანაკარგი არ გვენახა! ამისთვის საჭირო იყო გონება და არა "ეროვნული ბლატაობა"! ასევე 1990-1994
წლებში იოლად შეგვეძლო შევსულიყავით "ესენგეში" და გამოვსულიყავით იქიდან 10 წელიწადში ისევ
და ისევ ტერიტორიების დანაკარგის გარეშე! მაგრამ არა, აქაც "ვივაჟკაცეთ" და დავკარგეთ გონება!
საერთოდ, გონიერი საქართველო აღარ არსებულა გიორგი ბრწყინვალე ს შემდეგ...
მაშინ მეც, 13 წლის ბავშვმა, ელიას მთის მისადგომებთან, ხელნაკეთი "მოლოტოვის კოქტეილი" ვესროლე საბჭოთა ტანკს და ისე მივიმალე ჩემთვის კარგად ნაცნობ ხევებში - სადაც დღეს მახათა-სამების ტრასა გადის, კარგა ხანს მეძებდნენ საბჭოთა ჯარისკაცები და ვერ მიპოვნეს... მაგრამ არ შეიძლება მუდამ ასე "მოლოტოვის კოქტეილებით" ირბინოს ერმა! დღესაც. ვინც გონიერს ამბობს რამეს "მოღალატეს" "პუტინის მონას" უწოდებენ თავად რუსეთის აგენტები!
დღესაც მტრებს არ აწყობთ ჩვენი გონიერება! არადა, გონიერი საქართველო გვჭირდება, გონიერი! კიდევ ერთხელ - არანაირად არ ვაკნინებ მაშინ იქ დაღუპულთ ა საქმეს! მათ ისე სჯეროდათ, მათ ისე შთააგონეს, ისინი სხვანაირად ვერ მოიქცეოდნენ! მშვიდობა მათ სულებს! მშვიდობის დილა ჩემო საქართველოვ! შენი გონიერების იმედს, მაინც ვიტოვებ მომავლისთვის... მშვიდობა ყოველთა!“- წერს ბაკურ სულაკაძე.
ამავე თემაზე: