ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ რეგულაციების მოხსნით გამოწვეული სიხარული ნაადრევია და შესაძლოა, შემოდგომაზე ეპიდემიოლოგიური კუთხით სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ:
„ღია სივრცეში პირბადის გამოყენების გაუქმებამ ფრიად საზეიმო განწყობილება შექმნა ქვეყანაში, არა და ვაქცინირებულ ევროპაში, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს, ხალხმრავალ ადგილებში მაინც სავალდებულო გახადეს მისი ტარება.
მალე რუსეთთან სახმელეთო საზღვარიც გაიხსნება
(რუსებს აქვთ ჩაკეტილი, ჩვენ კი არა) და ინდური შტამით (რომელსაც ვაქცინა, როგორც ჩანს, ცუდად ერევა ან სულაც ვერ ერევა) დატვირთული ტურისტებიც შემოგვესევიან. ფული სჯობსო სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ვიტყვით ჩეულებისამებრ. რამდენი ასეული მილიონი ფული ჯდება ინფიცირებულების მკურნალობა, ეს სესხებით შეკერილი ბიუჯეტის ნახვრეტებიდანაც კარგად ჩანს. ფულს სხვანაირი დათვლა უნდა.
ახლა მთავრობას ვაქებთ, რომ ასე თვითდინებაზე მიუშვა პროცესი, შემოდგომაზე კი დავუწყებთ კრიტიკას ( ვნახეთ ეს შარშან).
თანმიმდევრულები მაინც ვიყოთ“, - წერს გოცირიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რესტორნები კომენდანტის მოხსნის შემდეგაც 12:00 საათამდე იმუშავებენ