მომღერალი მიშო სულუხია, დღეს 5 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მომხდარიდან რამდენიმე დადებით ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას.
„ქვეყანაში რაც ხდება, ამ მოვლენებს რამდენიმე სასიკეთო მხარე აქვს:
1. ვლინდება და დგინდება, რომ ქვეყანას ჰყავს მოძალადეთა იმ რაოდენობის სეგმენტი, რომელთა არამხოლოდ სიმრავლის, არამედ საერთოდ მათი არსებობის შემთხვევაში ქვეყანას მომავალი არ აქვს ! (რატომღაც არ მჯეროდა, რომ ისინი რეალურად არსებობდნენ)
2. სოციალურ ქსელებში ნათელი ხდება ამ მარაზმატიკული დაჯგუფებების მომხრეები და თანამოაზრეთა, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არიან ფარულად, და ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციის დროს ავლენენ თავს და ვიგებთ, რომ ისინიც ცოცხალი არსებები არიან და შეგიძლია შეეხო კიდეც.
3. ნათელი ხდება, რომ ქვეყანაში, რომლის მშვიდობაც დაფუძნებულია პოლიციის სისტემაზე, ისინი უძლურნი არიან. ამისი შეგრძნება ბოლო რამდენიმე წელია გაჩნდა ქვეყანაში, თუმცა რეალური ფაქტები ყოველთვის ყველაფერს ცხადყოფს. (ეს მაგალითი ასევე სასიკეთო და თვალსაჩინოა თავად შ.ს.ს თვის, რათა მან მოახდინოს პოლიციის სისტემის მკაფიო რეფორმაცია, რადგან განცდა ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომ პოლიციას მისი დაცვა არ შეუძლია, არის უმძიმესი.
4. სააშკარაოზე გამოდის საკითხი, მოხდება თუ არა სათანადო დასჯა, იმ ადამიანების რომლებიც უდანაშაულო მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს თავს ესხმიან. ამ პროცესს უამრავი ადამიანი დააკვირდება და ეს დაკვირვება უმნიშვნელოვანესი იქნება ქვეყნის კონსტიტუციის სიმტკიცის დასადგენად.
5. ასევე ნათელი გახდება შესწევს თუ არა ძალა მოქმედ მთავრობასა და პრემიერს, გააკეთოს არა ნეიტრალური განცხადება და გვასმენინოს მათი აბდაუბდა ბლუყუნი, არამედ იმოქმედონ პოლიტიკური და კონსტიტუციური პრინციპებით. მათ ახლა ფანტასტიკური შანსი აქვთ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ისინი იმ ცივილიზებული სახელმწიფოს მმართველები არიან, რომელზეც მხატვრულად ორგანიზებული პრეზენტაციების ტრიბუნებიდან გვარწმუნებენ.
6. და ბოლოს არ ვიცი სასიკეთოდ ჩავთვალო თუ სატირლად, ძალადობისთვის შეგნებულად მომზადებული სასულიერო პირი, ილუსტრაცია „მღვდელი ტაბურეტკით“ რომელიც სიმბოლიკა ხდება დღევანდელი სასულიერო ვითარებისა ეკლესიაში.“
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„როცა გარყვნილების პროპაგანდის სამსახურში ხარ ქუჩაში არ მოგეფერებიან!“ - ნინო მიქიაშვილი
„ვფიქრობ, სპეციალურად იყვნენ შეგზავნილი ადამიანები, რომლებმაც იძალადეს“ - ხათუნა ჟორდანია
სრული სია - ჟურნალისტები, რომლებიც დღეს დაშავდნენ
ცნობისთვის, დღეს 5 ივლის თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის მოწინააღმდეგეები ლგბტ თემს, ღმერთის სახელით დაუპირისპირდა. მათი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქო იყო. უწყებამ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. სასულიერო პირების ნაწილი ქართველობის დაცვის მოთხოვნით ადამიანებს ეუბნებოდნენ რომ „როცა სამშობლოს სჭირდება ვალდებულები არიან იძალადონ“.
მოგვიანებით, როდესაც დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს გასცდა „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა რომ „ღირსების მარში“ აღარ გაიმართება, რის საპასუხოდაც საპატრიარქომ 17 საათზე სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა.