Digest Logo

„როცა გარყვნილების პროპაგანდის სამსახურში ხარ ქუჩაში არ მოგეფერებიან!“ - ნინო მიქიაშვილი

1625508552
ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი თბილისში დღეს, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ის ფიქრობს, რომ ძალადობას გამართლება აქვს. მისი აზრით, თუ ვინმე ეკლესიას აბულინგებს და გარყვნილების პროპაგანდას ეწვა მზად უნდა იყოს რომ ქუჩაში შესაძლოა მასზე იძალადონ.

„ფიზიკური ანგარიშსწორების მომხრე არ ვარ, მაგრამ როცა გამუდმებით: დასცინი და შეურაცხყოფას აყენებ დედა ეკლესიას; საზოგადოების ტრადიციულ ნაწილს (და ასეთია ჩვენი ქვეყნის უდიდესი უმრავლესობა); როცა გარყვნილების პროპაგანდის სამსახურში ხარ და არა საკუთარი ქვეყნის; როცა ზემოქმედება მომავალ თაობაზე, მის ფსიქიკაზე, იქნები ჟურნალისტი თუ გიგი უგულავასმაგვარი გარყვნილი პოლიტიკოსი, ქუჩაში ტაშს არ დაგიკრავენ და არ მოგეფერებიან! ძალიან ძნელია თავშეკავება. ეს არის ჩემი ლოგიკა. ვინც იზიარებთ, ალბათ მოიწონებთ და ვისაც გული გადაგიქანდებათ, მადლიერი დაგრჩებით მეგობრების სიიდან თუ ამომშლით “, - წერს ნინო მიქიქშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მე ამის წინააღმდეგ დავდგები, თუ გინდა ბნელი დამიძახე, გინდა – ჰომოფობი!“ – „მასტერი“ „პრაიდზე“

„ეჰ, ასეთი შემართებით რომ ებრძოდეს დედა ეკლესია აზარტულ თამაშებს, ნარკოტიკებს, ოჯახურ და ბავშვთა მიმართ ძალადობას...“

„ჩემს შვილიშვილს ვიღაც ჩოხოსანი გამოეკიდა - ეს რა მხეცობაა!“ - ქეთი დოლიძე

ცნობისთვის, დღეს 5 ივლის თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის მოწინააღმდეგეები ლგბტ თემს, ღმერთის სახელით დაუპირისპირდა. მათი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქო იყო. უწყებამ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. სასულიერო პირების ნაწილი ქართველობის დაცვის მოთხოვნით ადამიანებს ეუბნებოდნენ რომ „როცა სამშობლოს სჭირდება ვალდებულები არიან იძალადონ“.

მოგვიანებით, როდესაც დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს გასცდა „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა რომ „ღირსების მარში“ აღარ გაიმართება, რის საპასუხოდაც საპატრიარქომ 17 საათზე სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა.