Digest Logo

„ვინმემ რომ იცოდეს, თითოეული გარდაცვლილი პაციენტი რამხელა ტკივილია, ჯალათებს არ დაგვარქმევდნენ“- ექიმის ემოციური პოსტი

1630044305
გადელია

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის, თაკო გიგაურის პოსტმა, სადაც ის წერდა, რომ საავადმყოფოში დედას უკლავდნენ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 

„დედას მიკლავენ ბოჭორიშვილის კლინიკაში მიზანმიმართულად, ხალხო. არ გაეკაროთ საავადმყოფოებს,
სცემენ მოხუცებს, ფსიქიკურად შლიან, მიშველეთ თუ ვინმე მუშაობთ ამ დასაწვავ კლინიკაში”, - წერდა თაკო გიგაური.

აღნიშნულ პოსტს კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია გამოეხმაურა.

„სრულიად არალოგიკურ, არასდროს მომხდარ და წარმოუდგენელ ამბავს წერთ და საშინელ შეურაცხყოფას გვაყენებთ! რასაც თქვენ წერთ, კრიმინალია, გამოძიება სჭირდება და პროკურატურას უნდა მიმართოთ.
სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ ბოლო დროს ასეთ დამოკიდებულებას.. ვხედავ, რამდენი მოყვარული ყოფილა ლანძღვის. ალბათ თქვენს არც ერთ პოსტს აქვს ასეთი რაოდენობის გაზიარება! ლანძღვა ხომ უნდა აიტაცოს ყველამ! ჩათში რომ აგიხსნათ და დაგიმტკიცოთ, რომ არა ხართ მართალი, რას შეცვლის?..უმეტესობამ კარგად იცის ჩვენს შესახებ და ყველაზე მეტი მოთხოვნა სწორედ ჩვენთანაა. დანარჩენი მკურნალ ექიმს გაესაუბრეთ და სანამ ჩირქს მოსცხებთ ვინმეს, ეგებ დააზუსტოთ ექიმთან ან დეპარტამენტის უფროსთან. არავისთან არაა კომუნიკაციის პრობლემა”.

მათ დაპირისპირებაზე კი კომენტარი ექიმმა თამო კობერიძემაც გააკეთა, რომელმაც საკუთარი ოჯახის წევრის შესახებ ისაუბრა.

„ბეჭებზე ვიბრაციული მასაჟი ცემა არაა. ყველგან კამერებია, ხალხო, ნუ გადამრიეთ. ეგეთ ფაქტს არავინ დაუშვებს, ცემისთვის ვის სცალია? ამას წინათ ვიღაც გამოვიდა და აბამენ პაციენტებსო, ყვიროდა. დეას, აბამენ რეანიმაციაში და საკუთარი ოჯახის წევრი მყავდა დაბმული. როდესაც პაციენტს აქვს ენცეფალოპათია და აღარ არის მისი დაძინებაც რეკომენდებული, ამ დროს ხდება კიდურების ფიქსაცია, რომ, მაგალითად, ცენტრალური კათეტერი ან შარდის ბუშტის კათეტერი არ მოიგლიჯოს და უფრო დიდი ზიანი არ მიაყენოს თავს… ვინმემ რომ იცოდეს, თითოეული გარდაცვლილი პაციენტი რამხელა ტკივილია, ჯალათებს არ დაგვარქმევდნენ.რამდენი უძილო ღამე, რამდენი ცრემლი გვაქვს, რომ იცოდნენ, ეეჰ…”.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ჩემს კოლეგებს კიდევ მოვუწოდებ, ნუ ეუბნებიან ორსულებს, რომ..." - დავით გაგუა მიმართვას ავრცელებს

🔵„როგორ გაჩერდა ჩემს დიდ ოჯახში ცხოვრება უშენოდ, როგორ გაშავთეთრდა.... ისე როგორ მიდიხარ, რომ ვერ გაკოცე და ვერ ჩაგეხუტე“ - ნანუკა გულუა

🔵„სოსო ჩემი სიძეა, რომელმაც 3 კვირაში, ოჯახის 3 წევრისთვის, 3 სამარე გაჭრა" - ერთი ოჯახის უმძიმესი ტრაგედია