Digest Logo

„არ მინდოდა მასთან სექსი, არ ვიცოდი არაფერი სექსის შესახებ ის კიდევ მეუბნებოდა, მატყუებდი და ქალიშვილი არ იყავიო...“

1636569939
ძალადობა ქალზე

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ხარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს. 

გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად ისტორიას ჰყვება გოგონა, რომელსაც მასზე 6 წლით ბიჭთან ჰქონდა სექსი, თუმცა ეს ყველაფერი გაუაზრებლად მოხდა.

აი რას წერს ის: 

„გავიცანი ერთი ბიჭი, რომელთანაც ვიპოვე საერთო ენა. თავიდან მხოლოდ მეგობრები ვიყავით, მოგვწონდა ერთმანეთთან ყოფნა. მე გამოუცდელი ვიყავი, რადგან არ ვიცოდი, ურთიერთობა რა იყო. ეს ბიჭი ჩემზე უფროსი იყო 6 წლით. ახლა შეიძლება ვინმემ თქვას, 6 წლით უფროს ბიჭთან რა გინდოდაო, მაგრამ არ ვიცი, უბრალოდ მომწონდა ამ ადამიანთან საუბარი. ყველაფერზე ვსაუბრობდით, გვათენდებოდა ხოლმე, იმდენს ვლაპარაკობდით ტელეფონზე.

მე ვხვდებოდი, რომ უკვე მიყვარდებოდა (ახლა ვიაზრებ, რომ ეს არ იყო სიყვარული, ახლოსაც არ ყოფილ ამ გრძნობასთან).

ამ ბიჭმა ნელ-ნელა სექსზე ლაპარაკი დაიწყო ჩემთან. მაშინ არ ვიცოდი, ეს რა იყო და მრცხვენოდა ამ სიტყვის გაგონებაც კი. რამდენიმე თვის შემდეგ ასეთი ფრაზა მითხრა: „თუ არ გინდა გიღალატო და სხვასთან ვიარო, მაშინ შენ უნდა დამაკმაყოფილოო”.

რა თქმა უნდა, არ მინდოდა, რომ სხვასთან წასულიყო, ბავშვი ვიყავი და ვერ ვიაზრებდი ბევრ რაღაცას, არ მინდოდა მისი დაკარგვა, პირველი ბიჭი იყო ჩემს ცხოვრებაში და მეგონა, რომ მის გარეშე ცხოვრებას აზრი აღარ ექნებოდა. არ მინდოდა მასთან სექსი, არ ვიცოდი არაფერი სექსის შესახებ, ვერ ვხვდებოდი, რა მექნა, ვერ ვეკითხებოდი ვერავის… ახლა კი ვნანობ ამ ყველაფერს, ვინმესთვის მეკითხა. რამდენიმეთვიანი ხვეწნის და ხანდახან მუქარების შემდეგ (მუქარა მდგომარეობდა შემდეგში: ის დამშორდებოდა, თუ მასთან სექსი არ მექნებოდა), ოღონდ არ დამეკარგა და დავთანხმდი…

პირველი რამდენიმე ცდა არ გამოგვივიდა, რადგან ძალიან ემოციური ვარ და რა თქმა უნდა, არ ვიყავი ამისთვის მზად, ყველა ცდაზე ვტიროდი და გავრბოდი, მეშინოდა ერთადერთი რამ, რაც ვიცოდი, იყო ის, რომ ძალიან მეტკინებოდა. სხვა ინფორმაცია არ მქონდა ამის შესახებ. ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, მე მაშინაც არ ვიყავი მზად, ვიყურებოდი ჭერში და მინდოდა, ძალიან მალე დამთავრებულიყო ეს… სისხლი არ წამომივიდა და ესეც ტრაგედია მეგონა, თურმე ეს ნორმალურია, ის კიდევ მეუბნებოდა, შენ მატყუებდი და ქალიშვილი არ იყავიო.

თავის მოკვლა მინდოდა, მივხვდი, რომ ვეღარაფერს ვეღარ ვიზამდი, ძალიან პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი ვერაფერს, უბრალოდ ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა.

ძალიან ვნანობ... ახლაც რომ მახსენდება, ცრემლებს ვერ ვიკავებ, მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ეს ძალადობა იყო. დღემდე ვადანაშაულებ საკუთარ თავს, ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად წავიდოდა, რომ არა ეს ბიჭი ჩემს ცხოვრებაში. 10 წელი გავიდა და დღემდე არავისთვის არ მომიყოლია ეს ამბავი. ვიცი, რა არის ბავშვობა, როცა გგონია, რომ არავის ესმის შენი…
ერთადერთ რჩევას მოგცემთ: ესაუბრეთ ვინმეს და არასდროს გააკეთოთ ის, რაშიც დარწმუნებულები არ ხართ. დაიცავით თქვენი თავი“ - ვკითხულობთ გავრცელებულ სტატუსში.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ჩემი ნამდვილი ძმა წლებია უკვე ძალადობს ჩემზე, მისთვის ბო*ი ვარ... ბევრი მეტყვის, რომ დედას ვუთხრა, მაგრამ...“

🔵„თხილის კრეფა დავიწყე, სწავლის საფასური რომ გადამეხადა, ბაბუის ტოლა კაცმა კი ნომერი მთხოვა, გავქვავდი, მინდოდა, მეკივლა საშინელებები მეთქვა, მაგრამ გავჩუმდი, რადგან...“

🔵„იმ დღეს მუხლებს ქვემოთ ელასტიკი მეცვა, ჩემი და ჩურჩულით მეუბნება, უკან არ გაიხედო, მწყემსი მოგვყვებაო. მინდა, ყველამ იცოდეს ერთი რაღაც...“

🔵სასტიკი მკვლელობა თბილისში - მეეზოვემ 2 ადამიანი სადისტურად მოკლა, 1 დაჭრა, ცოლს კი სასტიკად სცემა

🔵„მითხრა მოდი, კალთაში ჩამიჯექიო, ფერება დამიწყო სახეზე, მერე მკერდზე დამიწყო ხელის მოსმა... მას მერე მეზიზღება ჩემი სხეული“ - ძალადობის მსხვერპლის ისტორია