Digest Logo

„ვინ აქცია ეს ადამიანები პოპულარულებად? ვისი დამსახურებით ისმენდა ათასობით და ათიათასობით ადამიანი მათ ბოდვებს? ვინ მისცა მათ ტრიბუნა?..“

1626184702
მოაზროვნე ცვატა ბერძენიშვილი

„რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური კლუბის წევრი, ცვატა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ რატომ აქვს მომხდარ ძალადობაში თავისი წილი პასუხისმგებლობა მედიას, ხელისუფლებასთან, საპატრიარქოსთან და ცალკეულ მოძალადე ჯგუფებთან ერთად.

„იმ ტრაგედიაში, რაც გუშინ მოხდა (და, ზოგადად, ეს დღეებია ხდება) ცალკე ხელისუფლებას, ცალკე საპატრიარქოს, ცალკე მოძალადე ჯგუფებს და ა.შ. თავისი პასუხისმგებლობა აქვთ და ვისურვებ, რომ ყველას სრულად, იურიდიული თუ მორალური კანონის მთელი სიმკაცრით, მიეზღოთ საკუთარი.

მაგრამ ახლა სხვა შეკითხვა მაქვს – გრძნობს თუ არა ქართული მედია საკუთარ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდებოდა და ხდება? ყველას ეხება ეს შეკითხვა, აბსოლუტურად ყველას, რომლებიც უკვე წლებია ფალავანდიშვილებს, ვასაძეებს, ბრეგაძეებს, ლორთქიფანიძეებს, ეპისკოპოსებს, მღვდლებს და ათასი ჯურის მოძალადე ხალხს უთმობდა ეთერებს, ალაპარაკებდა და უსმენდა, თუ როგორ ითხოვდნენ ძალადობას შეფარულად და დავარცხნილი (ხანდახან შეუფარავად და დაუვარცხნელი) ტექსტებით.

ვინ აქცია ეს ადამიანები პოპულარულებად? ვისი დამსახურებით ისმენდა ათასობით და ათიათასობით ადამიანი მათ ბოდვებს? ვინ მისცა მათ ტრიბუნა?

ადრეც ვსაუბრობდი ამაზე და მაშინ რამდენიმე ჩემი კარგი მეგობარი გამინაწყენდა კიდეც, როგორო, შენო, ლიბერტარიანელი კაციო, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ითხოვო?

და აქ გაისმოდა ჯადოსნური სიტყვები: „მეორე მხარესაც ხომ უნდა მოვუსმინოთ?“

მაშინ ვერაფრით გავაგებინე და იქნებ, ახლა მაინც მიხვდნენ, რომ როდესაც საუბარია ძალადობაზე, არ არსებობს იქ არავითარი „ორი მხარე“.

არ შეიძლება საუბრობდე ჰოლოკოსტზე და „მეორე მხარედ” გეჯდეს ადოლფ ჰიტლერი.

არ შეიძლება საუბრობდე რასიზმზე და „მეორე მხარედ“ გეჯდეს კუ კლუქს კლანი.

არ შეიძლება საუბრობდე ტერორიზმზე და „მეორე მხარედ“ გეჯდეს ოსამა ბინ ლადენი.

და კიდევ ბევრი რამ არ შეიძლება. ვისურვებდი, რომ ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აეღო. ვისურვებდი, რომ უფრო ადრე მომხდარიყო ეს, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ლექსოს დასაფლავებიდან რეპორტაჟია და ინტერვიუს იღებენ პოლიტიკოსისგან, რომელიც აგერ, ახლო წარსულში დევნიდა მედიას“– მამუკა ღლონტი

„ნარკანით გადარჩენილი ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ვერსია სამედიცინო აბსურდია...“ - ნანა გეგეჭკორი გარდაცვლილ ოპერატორზე

„მეთამაშებოდა, ამ კადრებს როგორ დავივიწყებ... შევედი დასაძინებლად, რატომ შევედი, რა მინდოდა...“ - დედამ გარდაცვლილი შვილი უკანასკნელ გზაზე გააცილა