Digest Logo

„არ ვწუწუნებ, სწორად გამიგეთ, უბრალოდ 2022 წლის სახლის ბიუჯეტს ვადგენ და“... - დავით ლიკლიკაძე

1641306701
დათო ლიკლიკაძე, დათო

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე იმ ადამიანებისთვის ნაცნობ ვითარებაზე წერს, რომლებსაც ოჯახში პატარა ჰყავთ და მუდმივად საჩუქარს ელოდება.

ლიკლიკაძე გამოცდილ მშობლებს თავიანთი გამოცდილების გაზიარებას სთხოვს და ეკითხება, თუ რომელ წლამდე გრძელდება ბავშვების მოთხოვნები.

„მეგობრებო, პატარა ბავშვი რომ ყოველდღე საჩუქარს გთხოვთ. ყოველდღე რაა... აი, რომ მიუტან და მეორე წუთშიც რომ გთხოვს. თან იმნაირი საყვარელი სახით: - ახალი საჩუქალი არაა?

და თქვენ რომ ვერ უძლებთ ამ საყვარელ მზერას, გავარდებით სახლიდან და კიდე უყიდით და მერე კიდე რომ გთხოვთ.... მოკლედ იმის თქმა მინდა, რომელ ასაკამდე გრძელდება ეს ხო არ იცით?

არ ვწუწუნებ, სწორად გამიგეთ, უბრალოდ 2022 წლის სახლის ბიუჯეტს ვადგენ და ხარჯვით ნაწილზე ვმუშაობ ამ წუთში და იმიტომ მაინტერესებს“, - წერს დავით ლიკლიკაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„როგორ მყვარებიხარ ბიჭო … ერთხელ შენც გეთხოვა რამე ჩვენთვის… იქნებ შეგვეძლო…“ - ქრისტინე იმედაძე

🔵„დღეს ადამიანებმა ყველაფერი ღირებული დაკარგეს და ძეგლებს დაემსგავსნენ…“ - პეტრე კოლხი

🔵„ყველა ქვეყნიდან გარბის, ბევრი ჩემი თანამშრომელი წავიდა… აქაურობას პოლონეთში მუშაობაც კი ურჩევნიათ“ - მერიკო გუბელაძე